22:40 | 2020-04-21 ავტორი: Prime Time

„არ ვიცი, როდის მეღრსება შვილების ნახვა“ – 5 ემოციური ამბავი COVID 19-თან მებრძოლ ექიმებზე

„არ ვიცი, როდის მეღრსება შვილების ნახვა“ – 5 ემოციური ამბავი COVID 19-თან მებრძოლ ექიმებზე

„აი, როგორია ჩემი ყოველდღიური კარანტინი“

 

 

მე ვარ ექთანი, ამიტომაც ჩემი 4 შვილი უკვე ერთი კვირაა არ მინახავს და არც ვიცი, როდის შევძლებ მათთან დაბრუნებას. მესმის, რომ ჩვენ ყველა მსხვერპლზე მივდივართ, მაგრამ შემდეგში, როცა წვეულების მოწყობა, სტუმრების მიღება, ან გასეირნება მოგინდებათ, გაიხსენეთ ეს ფოტო

 

კაილ მაკბრაიდი

 

„ჩემი შვილები ზედმეტად პატარები არიან, ეს რომ წაიკითხონ“

 

 

… და ისინი ვერც კი მიცნობდნენ ამ დამცავ ეკიპირებაში. მაგრამ, თუ ისინი, ვირუსის გამო, დამკარგავენ, მინდა იცოდნენ – როგორ ძალიან უნდოდა მათ დედიკოს ადამიანების შველა.

 

კორნელია გრიტსი

 

„დავიღალე… და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს 150 ინფიცირებული პაციენტი მივიღე“ 

 

 

… მე დავიღალე, რადგან ყოველ დღე მესმის, როგორ შეურაცხყოფენ აზიელებს მთელ მსოფლიოში. ცვლის შემდეგ ისევ გადამეკიდა ვიღაც ახალგაზრდა და მწყევლიდა. დღეს ის ტალახს მესვრის, ხვალ კი მე მისგან ტესტის აღება და დამშვიდება მომიწევს. მედიკოსებს შორის უამრავი აზიელია და ჩვენ თქვენს გამო ვიბრძვით. გეყოფათ!

 

არი ტ.

 

ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის, თქვენ დარჩით სახლში ჩვენთვის

 

 

რეანიმაცია ყოველ დღე უფრო და უფრო ივსება. არ წყვეტს ზრდას შემაშფოთებელი ატმოსფეროც. უფრო მეტ ხანდაზმულს სჭირდება ფილტვების ვენტილაცია. მაგრამ ყველაზე საშინელი ის არის, რომ სასუნთქ აპარატებზე უკვე ახალგაზრდებსაც ვაერთებთ. ვირუსი უფრო და უფრო ძლიერად ვრცელდება. გთხოვთ, დარჩით სახლში! თუ საშუალება გაქვთ, საავადმყოფოებს მიეხმარეთ ნიღბებით. ჩვენ არ შეგვიძლიე თქვენი დაცვა ტყვიებისგან, როცა არ გვაქვს ჯავშანჟილეტები!

 

რიზა ბადოფი

 

„როცა გავიგე, რომ შარფით დაცვა შეიძლება, დავურეკე მეგობარს, რომელსაც საკუთარი ბრენდი აქვს“

 

 

მის ხმაში ეჭვის ნიშანწყალიც არ ყოფილა და ერთ წუთში ჩვენ უკვე მის ატელიეში მივდიოდით ნიღბების შესაკერად. 4 დღე დაგვჭირდა პირბადეების შესამუშავებლად და დასამზადებლად და მალევე საავადმყოფოში ჩემი განყოფილება ვირუსისგან სრულად დაცული იყო. მოგვიანებით, ასობით ნიღაბი სხვა საავადმყოფოებსაც გავუგზავნეთ. ჩვენ ხოლ საერთო ფრონტი გვაქვს.

 

ელენ ჰარკინსი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X