23:55 | 2020-04-26 ავტორი: Prime Time

არ ვიცი რაზეა საუბარი – მერაბიშვილი „კასრების საქმეზე“

არ ვიცი რაზეა საუბარი – მერაბიშვილი „კასრების საქმეზე“

„არ ვიცი რაზეა საუბარი. რა კომენტარი უნდა გავაკეთო. არ ვიცი ვინ არიან ამ საქმეში ბრალდებულები“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. კასრების ჩანაწერებზე, სადაც ადამიანების წამება და მამაკაცის გაუპატიურებაა ასახული.

 

მერაბიშვილისვე თქმით, მას უშუალო შეხება არ ჰქონია მეგის ქარდავასთან, რომელიც კასრების საქმეზე გაასამართლეს.

 

„ვიცოდი, რომ არსებობდა მეგის ქარდავა, მაგრამ პირადად შეხება არ მქონია. ვიცნობდი მის ძმას, ლევან ქარდავას, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მაღალი თანამდებობის პირი იყო და თათბირებს ესწრებოდა“, – განაცხადა მერაბიშვილმა, რაზეც ნიკა გვარამიამ რეპლიკის სახით აღნიშნა, რომ ეს რთული დასაჯერებელია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები