17:58 | 2020-09-14 ავტორი: თამარ გონგაძე

“არ ვიცი, კორონავირუსი კიდევ როგორ ჩაგვკეტავს, ამიტომ ვცდილობ, მოვასწრო…” – რას ასწრებს სალომე ბაკურაძე

“არ ვიცი, კორონავირუსი კიდევ როგორ ჩაგვკეტავს, ამიტომ ვცდილობ, მოვასწრო…” – რას ასწრებს სალომე ბაკურაძე

სოსო თოლორაიას ჰიტი “აღარ გიცდი” სალომე ბაკურაძემ ახლებური ინტერპრეტაციით ააჟღერა. ახალი ვერსიის ავტორი ბორიკო შხიანია, სიმღერა “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა. მომღერალი გელა გნოლიძის სიმღერაზე კლიპს იღებს, რომლის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია. კლიპის ლოკაცია სელფის მუზეუმია, რომლის არჩევაში მომღერალს თაკო დოლაბერიძე დაეხმარა. ოპერატორია “ბუდა”, გრიმს კი დავით ფუტკარაძე აკეთებს.

 

ნესტან სინჯიკაშვილი: – ძალიან მიხარია, რომ სალომეს პირველი კლიპი ეღირსა (არა დუეტში). მიხარია ისიც, რომ მას მე ვიღებ. მიყვარს ეს გოგო, ძალიან პოზიტიურია. სიმღერაც ასეთია. კლიპი ძალიან ფერადი, მხიარული და ძალიან, ძალიან პოზიტიური გამოდის.

 

კლიპი სალომესავით ბრჭყვიალა იქნებაო, ამბობს მომღერლის მეგობარი და კოლეგა, ნოდიკო ტატიშვილი, რომელსაც სალომემ ამ კლიპის პროდიუსერი დაარქვა.

 

No description available.

 

ნოდიკო ტატიშვილი: – ისევე მიხარია სალომეს წარმატება, როგორც საკუთარი. სალომე მეგობარი კი არა, ჩემი დაა, გულის ნაწილია. ეს კლიპი იქნება საუკეთესო, რაც რამ გადაღებულ ბოლო პერიოდში საქართველოში. გამოანათებს, სიმღერა ისევ გაჰიტდება. ახალი თაობისთვის ახალი ჰიტი იქნება. ამ სიმღერის გარეშე არც ერთი დღესასწაული არ ჩაივლის.

 

სიმღერის ჩაწერის იდეა თვითონ სოსო თოლორაიასგან წამოსულა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ.

 

სალომე ბაკურაძე: – ძალიან გამიხარდება ამ სიმღერას თუ იმღერებო, მითხრა სოსომ. ეს სიმღერა ძველი სიმღერებიდან მეც ძალიან მომწონდა. ამიტომ დიდი სიამოვნებით მივიღე ეს წინადადება. საინტერესოა, სიმღერა რომ სქესს იცვლის, კაცის ნამღერს რომ ქალი ასრულებს, ან – პირიქით.

 

No description available.

 

კლიპისთვის საოცარი პერსონაჟები ვიპოვეთ. სელფის მუზეუმი ძალიან მოუხდა სიმღერასაც და კლიპის სიუჟეტსაც. და ასე ვმუშაობთ. არ ვიცით, კორონავირუსი კიდევ როგორ ჩაგვკეტავს და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ კლიპის გადაღება მოვასწროთ. გადაღებები რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. მუზეუმის უზარმაზარ სივრცეში ხუთ ადამიანზე მეტი არ ვართ.

 

ვიცი, რომ პანდემიის დროს ეს კლიპი და სიმღერა ადამიანებს გაამხიარულებთ. კლიპის პრეზენტაცია ერთ-ერთ შოუში გაკეთდება, მერე “იუთუბზეც” იხილავს მაყურებელი.

 

No description available.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

X