09:04 | 2020-04-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არ ვარ ბუღალტერი ჩინეთიდან, საიდან უნდა ვიცოდე შეამცირა თუ არა ჩინეთმა კორონავირუსის სტატისტიკა? – ტრამპი 

არ ვარ ბუღალტერი ჩინეთიდან, საიდან უნდა ვიცოდე შეამცირა თუ არა ჩინეთმა კორონავირუსის სტატისტიკა? – ტრამპი 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის შეამცირა თუ არა ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულთა სტატისტიკა.

 

„რაც შეეხება იმას არის თუ არა მათ მიერ წარმოდგენილი ციფრები ზუსტი, მე არ ვარ ბუღალტერი ჩინეთიდან. საიდან უნდა ვიცოდეთ შეამცირეს თუ არა ეს ციფრები. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის მუშაობა, რომელიც მათ გასწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

დონალდ ტრამპმა, ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე საათით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის მიერ შედგენილ, გასაიდუმლოებულ ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც ნახსენებია, რომ ჩინეთმა Covid-19-ის ეპიდემიის მონაცემები გამიზნულად შეამცირა.

 

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 394 შემთხვევაა რეგისტრირებული. ეს მაჩვენებელი კი გაცილებით ნაკლებია, აშშ-ში გამოვლენილ შემთხვევებზე, რაც ვაშინგტონს მონაცემების სისწორეში აეჭვებს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X