fbpx
10:50 | 2020-07-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„არ ვაპირებდით ზურას ხსენებას… ზურაბ ჟვანია მოკლა მიშა სააკაშვილმა!“ – ხათუნა ხოფერია „მკვლელების“ მფარველებს ასახელებს

„არ ვაპირებდით ზურას ხსენებას… ზურაბ ჟვანია მოკლა მიშა სააკაშვილმა!“ – ხათუნა ხოფერია „მკვლელების“ მფარველებს ასახელებს

ზურაბ ჟვანიას მკვლელებს მფარველობდნენ და მფარველობენ ამერიკის ლიბერალური ფრთის ხელისუფალნი. ანუ, მაკეინ-ბაიდენ-სოროსელები, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია წერს.

 

„ნაცების ახალი უნამუსო ვერსია: „ჟვანია ბიძინას შუშის სოროს მშენებლობას შეეწირაო”, საიდან ამდენი ბოროტება და ყველაფრის კადრების „გამბედაობა“?! საიდან ასეთი რწმენა დაუსჯელობის?! ან როგორ ბედავენ ჟვანიას ხსენებას მისი მკვლელის მხარდამჭერები?!

 

ამ არჩევნების წინ, მართლა არ ვაპირებდით ზურას ხსენებას, რომ არავის ეთქვა წინასაარჩევნოდ წამოწიესო. არა და, არ ისვენებენ… არ ასვენებთ ეშმაკი! ჰო და, ესეც პასუხი:

 

ნაცმკვლელები გვემუქრებიან! მე ხელისუფლებას ვაფრთხილებ!... - ხათუნა ხოფერიას გეგმები
2020-06-12ნაცმკვლელები გვემუქრებიან! მე ხელისუფლებას ვაფრთხილებ!... - ხათუნა ხოფერიას გეგმები

 

1. ზურაბ ჟვანია მოკლა მიშა სააკაშვილმა!

 

2.ზურაბ ჟვანია მოკლა მიშა სააკაშვილის და ბოკერია სისხლიანმა რეჟიმმა!

 

3. ზურაბ ჟვანია მოკლეს მიშას სააკაშვილის ბიძის ბიზნესინტერესების და გავლენების გაძლიერების მიძნით!

 

4. ზურაბ ჟვანიას მკვლელებს მფარველობდნენ და მფარველობენ ამერიკის ლიბერალური ფრთის ხელისუფალნი. ანუ, მაკეინ- ბაიდენ- სოროსელები!

 

5. ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გახსნას ბლოკავენ სააკაშვილ- ბოკერია- ბაიდენ- კლინტონ- სოროსელები!

 

და ბოლოს! ყველაფერი მთავრდება, ოდესმე! მსოფლიოშიც ახალი პოლიტიკური წესრიგი მყარდება!

 

დაველოდოთ კიდევ 2-3 თვე და საქართველოს პროკურატურასაც მოუწევს რეალობისთვის თვალის გასწორება! საქმის დახურვა და მკვლელების გასამართლება!..“, – წერს ხათუნა ხოფერია.

 

2005 წლის 3 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პირდაპირი ეთერით საქართველოს მოსახლეობას აუწყა, რომ თბილისში, ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორ რაულ იუსუპოვის ბინაში, გარდაცვლილი იპოვნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. მასთან ერთად გარდაცვლილი იყო რაულ იუსუპოვიც.

 

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და პრემიერი მხუთავი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

 

საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ჟვანიას გარდაცვალება კვლავ ბურუსითაა მოცული.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X