fbpx
23:30 | 2020-11-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ – სააკაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე

მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ – სააკაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე

„მოდით ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას. მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ, ქართველი ხალხი ყველას მიუჩენს თავის ადგილს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და ოპოზიციური ლიდერების დაპირისპირებას ეხმაურება.

 

„მეგობრებო ახლა ჩემი როლის შეფასება და ჩემზე საუბარი არ არის მთავარი თემა, მთავარი თემა არის ერთიანობა, გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით.

 

ამიტომ, მოდით ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას. მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ, ქართველი ხალხი ყველას მიუჩენს თავის ადგილს. მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება მის სამართლიანობაში.

 

მე რაც შემეხება არ გამაჩნია ცალკე აღებული არანაირი ამბიციები და არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე
X