23:40 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

„არ შემეძლო მისი ტანჯვის ყურება“ – 23 წლის დედამ რუსეთში 10 თვის ჩვილი მოკლა და მამას წერილი დაუტოვა

„არ შემეძლო მისი ტანჯვის ყურება“ – 23 წლის დედამ რუსეთში 10 თვის ჩვილი მოკლა და მამას წერილი დაუტოვა

უკვე ორი დღეა პოლიცია და მოხალისეები რუსეთის ქალაქ კოლამნის ტყეში 23 წლის ტატიანა ფილატოვას ეძებენ. მას საკუთარი შვილის მკვლელობაში სდებენ ბრალს.

 

შემთხვევა კი 16 მაისს მოხდა. ახალგაზრდა ქალმა საკუთარი 10 თვის შვილი მოგუდა.

 

დანაშაული ნაქირავებ ბინაში მოხდა, რომელიც ქალმა დღიურად აიღო. მკვლელობის დღეს დედა-შვილი საავადმყოფოდან გამოეწერა და ტატიანამ ამის შესახებ არავის, მათ შორის, არც ქმარს გააგებინა.

 

ბავშვის სხეული, რომელსაც მოგუდვის ნიშნები ჰქონდა, ბინის მეპატრონემ დივანზე ნახა. მის გვერდით იდო რვეული, სადაც აღმოაჩინეს ქალის წერილი. მისი ადრესატი ბავშვის მამა, პაველი იყო.

 

როგორც შინაარასიდან ირკვევა, ქალმა ის მკვლელობის შემდეგ დაწერა.

 

„ყველაფერი საშინელ სიზმარს ჰგავს. როცა საავადმყოფოში მოვხვდით, ტემიკს ნემსები დაუწყეს. მას წვეთოვანი ედგა და გამუდმებით ეძინა. როცა ნემსს ურჭობდნენ, ყვიროდა და ტიროდა და ისე საწყლად მიყურებდა, თითქოს მე შემეძლო დახმარება.

 

პირველივე დღეს გადავწყვიტე, რომ ის სატანჯველად არ უნდა გამეწირა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დამესრულებინა ეს ყველაფერი. დღეს კი მოვიდა ექიმი და გვითხრა, რომ თუ უკეთ არის, შემეძლო სახლში გავწერილიყავით.

 

მოვატყუე, რომ უკეთ დაიწყო ჭამა. აღარ შემეძლო მეყურებინა, როგორ ჩხვლეტდნენ ნემსებით.

 

წავედით სახლში დავტოვეთ ნივთები. მერე დავიქირავე ეს ბინა. ვნახე მშობლები. იქ მან დიდივით ჭამა. ვიფიქრე, დაე-თქო, რადგან ამას უკვე ვეღარასდროს გააკეთებდა. ისე სასაცილოდ ღრღნიდა ვაშლს…

 

შენს სახლტანაც მოვედით და ვუყურებდით ფანჯარას. ვხედავდით, რომ სამზარეულოში ენთო შუქი. დიდხანს ვიდექით ასე.

 

გვიან მივხვდი, რამდენს ნიშნავ ჩემთვის. შენნაირი ქმარი და მამა არ არსებობს. შენ ყველაზე, ყველაზე კარგი ხარ! მე გავაფუჭე ყველაფერი.

 

როცა ვილაპარაკეთ, მინდოდა ტიომკასთან ერთად შენთან მოვსულიყავი, მაგრამ ახლა უკვე გვიანია“.

 

ბავშვს სინამდვილეში ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ მედიკოსების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

 

ტატიანას ეს წერილი ფსიქოლოგებმა შეისწავლეს. მათი დასკვნით, ქალს შვილის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა ჰქონდა გადაწყვეტილი.

 

წყარო: „კომსომოლსკაია პრავდა“

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +