00:15 | 2020-03-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

არ შეიძინოთ პლაქველინი, რადგან ამ მედიკამენტს ვერაფერში გამოიყენებთ – თენგიზ ცერცვაძე

არ შეიძინოთ პლაქველინი, რადგან ამ მედიკამენტს ვერაფერში გამოიყენებთ – თენგიზ ცერცვაძე

კატეგორიულად მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ ეს არ გააკეთონ, რადგან ისინი ამ მედიკამენტს ვერაფერში გამოიყენებენ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, პლაქველინის გამოყენება არ შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით, ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

„უკვე გაჩნდა ცნობები, რომ მოსახლეობა იმარაგებს პალაფელინს და აფთიაქები დაიცალა ამ მედიკამენტისგან. კატეგორიულად მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ ეს არ გააკეთონ, რადგან ისინი ამ მედიკამენტს ვერაფერში გამოიყენებენ. პროფილაქტიკისთვის მათ პლაქვენილი არ გამოადგებათ, ხოლო თუ ღმერთმა დაიფარა და რომელიმე მათგანი ავად გახდება, დამოუკიდებლად მაინც ვერ მიიღებს ამ მედიკამენტს.

 

პლაქვენილი მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე, მაინც უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და როდესაც მიმართავენ, საჭიროების შემთხვევაში ამ მედიკამენტს მათ იქ მისცემენ, თანაც უფასოდ. კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ეს მედიკამენტი არ გამოიყენონ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ, ამიტომ მისი შეძენა საჭირო არ არის და მით უმეტეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები