13:37 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

არ შეგვიმჩნევია, რომ ჩვენს ანსამბლში ჰომოსექსუალები იყვნენ – ნინო სუხიშვილი

არ შეგვიმჩნევია, რომ ჩვენს ანსამბლში ჰომოსექსუალები იყვნენ – ნინო სუხიშვილი

ქართული ეროვნული ბალეტის – „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი ამბობს, რომ მას არ ახსოვს, რომ მის ანსამბლში ვინმე ჰომოსექსუალი ყოფილიყო.

 

ამის შესახებ ნინო სუხიშვილმა ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საუბრისას განაცხადა.

 

„გულწრფელად გგონიათ, რომ ანსამბლის არსებობს ისტორიაში ამ ანსამბლში არ ყოფილან ჰომოსექსუალები? მეც კი არ მჯერა ამისი…“, დათო გორგილაძის ამ შეკითხვაზე ნინო სუხიშვილმა ამგვარად უპასუხა: „იცით, რა? არ ვიცი… ყოველ შემთხვევაში, არ გვიგრძნია და არ შეგვიმჩნევია, ეს ხომ ძალიან შესამჩნევია ხოლმე? მე რაც ჩემი პრაქტიკიდან მახსოვს, შეგნებული ასაკიდან, მე არ მახსოვს… თუმცა, როგორ გითხრათ… მე ვთვლი, რომ ეს ყოველთვის საგრძნობია…

 

არ შეგვიმჩნევია… ადრეულ წლებში ალბათ, იმიტომ მალავდნენ, რომ ხელმძღვანელობის კი არა, სახელმწიფოს მხრიდან იყო ეს მიდგომა, რამდენმა იზარალა საბჭოთა პერიოდში, ბევრს კარიერა დაენგრა, ხოლო წლებში კი არ მგონია, ეს რომელიმე ხელმძღვანელს აწუხებდეს. მე, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გამოუვიდეთ ქართული ცეკვა, ძალიან მასკულინურია, მგონია, რომ რთული შესასრულებელი იქნება…“

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X