fbpx
11:45 | 2020-04-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

არ მინდა სასუნთქი აპარატი, ახალგაზრდებისთვის შეინახეთ! – 90 წლის ბელგიელი ქალი ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაიღუპა

არ მინდა სასუნთქი აპარატი, ახალგაზრდებისთვის შეინახეთ! – 90 წლის ბელგიელი ქალი ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაიღუპა

ბელგიაში 90 წლის კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სასუნთქი აპარატზე დაყენებაზე უარი განაცხადა.

 

„არ მინდა ხელოვნური სასუნთქი აპარატი. ახალგაზრდებისთვის შეინახეთ. მე უკვე საკმარისად ვიცხოვრე და კარგი ცხოვრებაც მქონდა“,- უთხრა ექიმებს. ამის შესახებ Dailymail წერს.

 

90 წლის სუზან ჰოლატერსი საავადმყოფოში 20 მარტს გადაიყვანეს. მას უმადობა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა. ქალს კორონავირუსი დაუდგინდა და სასწრაფოდ იზოლაციაში გადაიყვანეს. მის ქალიშვილს დედის მონახულება არ შეეძლო.

 

სუზანი საავადმყოფოში მიყვანიდან 2 დღეში გარდაიცვალა.

 

„მე მას ვერც კი დავემშვიდობე. დაკრძალვაზე დასწრებაც არ შემეძლო“,- ამბობს სუზანის ქალიშვილი.

 

ბელგიაში ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 705-ია. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 12,775-ს უდრის.

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში სასუნთქი აპარატების სიმცირეა. რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლაში აპარატი უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებს.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X