fbpx
20:11 | 2020-12-27 ავტორი: Prime Time

„არ მინდა იმ სივრცის დანახვა, სადაც შენ აღარ დამხვდები“ – გარდაცვლილ 23 წლის ექიმს კოლეგები ემოციურად იხსენებენ

„არ მინდა იმ სივრცის დანახვა, სადაც შენ აღარ დამხვდები“ –  გარდაცვლილ 23 წლის ექიმს კოლეგები ემოციურად იხსენებენ

გუშინ მარნეულში, 23 წლის ექიმი რომელმაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა გარდფაიცვალა.

 

ექიმის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება.

 

ახალგაზრდა ექიმს კოლეგები ემოციურად იხსენებენ.

 

„სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა“ - მარნეულში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა, რომელმაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა
2020-12-26„სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა“ - მარნეულში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა, რომელმაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა

 

„ცრემლი მახჩობს ჩემო კეთილო, თბილო, საიმედო, ემოციურო, თვალებციმციმა და ღიმილიანო ბიჭო. შენზე წარსულში როგორ ვილაპარაკო, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე გიო. ყველა დედა ინატრებდა შენისთანა შვილის ყოლას და ღმერთმა არავინ ჩააყენოს შენი უბედური დედიკოს დღეში, რომელსაც ასე უფრთხილდებოდი, რომლითაც ისე ამაყობდი, რომელიც დილით თბილ, ლამაზად შეფუთულ საჭმელს გამოგატანდა და მერე გირეკავდა ჭამა თუ მოასწარიო დე. მე თავისთავად ვიყავი მსმენელი თქვენი ოჯახური საუბრების.

 

იშვიათად გამოვხატავთ ადამიანები ასე სიყვარულს, როგორც თქვენს შემთხვევაში ხდებოდა ეს. ამაყობდი დით, რომელსაც ყოველთვის მოფერებით შერქმეული სახელით მოიხსენიებდი მამასთან სატელეფონო საუბრების დროს. შენ ყოველთვის ჩემ გვერდით მდგომი, ჩემი უმცროსი (მხოლოდ ასაკით) ექიმი, ჩემი ბიჭი ჩემი დაუზარელი, გულიანი, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად თავდაუზოგავად მებრძოლი.

 

კარგად გქონდა გააზრებული ყველა საფრთხე და არასოდეს არ აგირიდებია მისთვის თავი. ერთად ჩავიტარეთ ბოლოს კოვიდზე ტესტირება. ემოციურად შეხვდი დადებით პასუხს. იმ ადამიანებზე დაიწყე დარდი ვისთანაც ურთიერთობა გქონდა. დილის შვიდ საათზე დაურეკე ყველა მათგანს და შეატყობინე. შენ არაერთხელ გითქვამს, რომ კომფორტული იყო შენთვის ჩემთან მუშაობა. ეს იმიტომ, რომ მე ზუსტად ვიცოდი შენი ფასი, შენი შესაძლებლობები და უნარები. შენ ბევრად მეტი შეგეძლო ვიდრე ემერჯენსის, თუნდაც ურთულესი სიტუაციის მართვაა. არ მინდა იმ სივრცის დანახვა, სადაც შენ აღარ დამხვდები. დაასრულა შენმა ცვლამ, შენმა უახლოესმა მეგობრებმა და გარემოცვამ ცხოვრების ის ეტაპი, რომელსაც შენი ყოფნის ბედნიერება ერქვა,” – წერს ნინო გოგიძე.

ავტორი: Prime Time


X