18:04 | 2020-09-18 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

„არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა ტყეში ჩემი ცხედრის ნახვა მოუწევთ“- დეტალები ბაჩალიაშვილის ჩანაწერებიდან

„არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა ტყეში ჩემი ცხედრის ნახვა მოუწევთ“- დეტალები ბაჩალიაშვილის ჩანაწერებიდან

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშილის საქმეში არსებული აუდიო და ვიდეოჩანაწერები დახურულ შეხვედრაზე გააცნეს.

 

ჩანაწერებში თავად თამარ ბაჩალიაშვილის საუბარია ასახული.

 

 

ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური რაც ჩვენებისას ჟურნალისტებმა მოვისმინეთ ბოლო აუდიოჩანაწერი იყო. ამ მასალაში ბაჩალიაშვილს თითქოს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სიცოცხლის სუიციდით დასრულება.

 

ის ამბობდა, რომ თვითმკვლელობის ყველა გზა იცოდა, მაგრამ ამავდროულად საკუთარი თავის ხელში აყვანასაც ცდილობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან თქვა – „არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა მოუწევთ.“

 

23 წლის გოგონა საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და სიცოცხლის დასრულების სხვადასხვა გზას განიხილავდა, თუმცა მას ოჯახური გარემოება აბრკოლებდა და ამბობდა, რომ მისი სიკვდილით მშობლები და ძმა რთულ მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ.

 

ეს ჩანაწერები უმძიმესი მოსასმენია! - რა ჩანაწერები აჩვენეს ჟურნალისტებს პროკურატურაში
2020-09-18ეს ჩანაწერები უმძიმესი მოსასმენია! - რა ჩანაწერები აჩვენეს ჟურნალისტებს პროკურატურაში

 

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები