fbpx
22:25 | 2020-08-21 ავტორი: Prime Time

არ მინდა არავისთან ჩემი პირადი სივრცის განხილვა – ნელი დოროყაშვილი

არ მინდა არავისთან ჩემი პირადი სივრცის განხილვა – ნელი დოროყაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა ნელი დოროყაშილმაკურიერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მან საქმესთან არსებული ყველა დეტალი იცის, თუმცა სიღრმისეულად საუბარს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არ აპირებს.

ქალბატონ დოროყაშვილს მოვუწოდებ, შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და ნუ უმალავს ბავშვს ბებიას, ბაბუას და მამას - ბასილაშვილის ადვოკატი
2020-08-21ქალბატონ დოროყაშვილს მოვუწოდებ, შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და ნუ უმალავს ბავშვს ბებიას, ბაბუას და მამას - ბასილაშვილის ადვოკატი

 

„ამ საქმესთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ყველა დეტალი ვიცი, მაგრამ ამ თემაზე საუბარს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არ ვაპირებ. არ მინდა არავისთან ჩემი პირადი სივრცის განხილვა“, – ამბობს დოროყაშვილი.

 

დღეს დოროყაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია ქართველი ჩოგბურთელის მიმართ ბრალის დამძიმების შესახებ, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ უბრალოდ ბრალდების დაზუსტება მოხდა.

 

 

ბასილაშილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიზანმიმართულ ფსიქოლოგიურ ტერორს ემსახურებოდა, რაც ორ დღეში აშშ-ში გასამართ ტურნირს უკავშირდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X