00:19 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

„არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი“ – ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ ხატია ბუნიათიშვილთან არ კონტაქტობს

„არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი“ – ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ ხატია ბუნიათიშვილთან არ კონტაქტობს

ცნობილი პიანისტი და პარლამენტარი, ელისო ბოლქვაძე ერთ-ერთ გადაცემაში ხატია ბუნიათიშვილის შესახებ საუბრობს.

 

როგორც ელისო ბოლქვაძე ამბობს, მას ხატიასთან კონტაქტი არ აქვს და არც ამისი სურვილი გააჩნია.

 

მოსწონს თუ არა ლიზა და როგორ შეხვდა ამბავს შვილის ახალი სიყვარულის შესახებ - გიული ალასანია სააკაშვილის პირადზე
2021-10-17მოსწონს თუ არა ლიზა და როგორ შეხვდა ამბავს შვილის ახალი სიყვარულის შესახებ - გიული ალასანია სააკაშვილის პირადზე

 

მისი თქმით, მან თბილისში ჩამოიყვანა თავისი მენტორი, რომელმაც მუსიკალურ ათწლედში რამდენიმე ბავშვს მოუსმინა, მათ შორის იყვნენ ხატია ბუნიათიშვილი და მისი და. ბოლქვაძის განცხადებით, მის მიერ ჩამოყვანილმა მაესტრომ ბუნიათიშვილები შემდეგ ავსტრიაში, მისი ხელშეწყობით წაიყვანა.

 

„კონტაქტი არ მაქვს. მაგრამ მას რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა. პირადულიც და არა პირადულიც. არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. ის იყო ბავშვი, რომელიც 10 წლის ასაკში აღმოვაჩინე. მაშინ არც „ლირა“ და არც არაფერი არსებობდა“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X