
„გზა მშვიდობისკენ გადის სამართლიანობაზე“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მსჯავდებული გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს.
გზა მშვიდობისკენ გადის სამართლიანობაზე. არ იქნება სამართლიანობა-არ იქნება მშვიდობა. იმანუელ კანტი.
პ.ს. მადლობა სოფო-ნაფტას. ბიძინა ივანიშვილი პირადი პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა. 5 ნოემბერი 2020 წელი, – წერს გიორგი რურუა.
ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია და ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება.