fbpx
12:43 | 2020-10-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

არ იყოს პანიკა! ამირან გამყრელიძე მიმართავს პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ

არ იყოს პანიკა! ამირან გამყრელიძე მიმართავს პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კოვიდპაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, რჩევებს აძლევს. როგორც გამყრელიძე ამბობს, პირველ რიგში, მთავარია ადამიანი პანიკამ არ მოიცვას.

 

გთავაზობთ ამირან გამყრელიძის რჩებას ბინაზე მყოფი ადამიანებისთვის:

 

როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსის სიმპტომებს სახლის პირობებში - ექიმ არჩილ მარშანიას რჩევები
2020-10-16როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსის სიმპტომებს სახლის პირობებში - ექიმ არჩილ მარშანიას რჩევები

 

„რას ვურჩევ მათ, ვინც დღეს ბინაზე მკურნალობს. პირველ რიგში არ იყოს პანიკა. ასეთები არიან ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო ადამიანები. თუ მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ დაეწყოთ სიმპტომები, (ეს მოსალოდნელია), აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება და დეზინტოქსიკაცია.

 

ბინაში მეტი მოძრაობა და არა უმოძრაობა. რა თქმა უნდა, ტემპერატურის კონტროლი, თუ ის ადის 38-ს ზემოთ სიცხის დამწევის მიღება. ნუ დაელოდება ის, რომ ვინმემ დაურეკოს. ყველა ადამიანს უნდა გვყავდეს ჩვენი ოჯახის ექიმი. სასურველია თავად დაურეკოს ოჯახის ექიმს, ჩააყენოს საქმის კურსში და ეს უნდა მართოს შემდეგ დისტანციურად ოჯახის ექიმმა. ბინაზე მართვა რის ოჯახის ექიმის კომპეტენცია“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X