fbpx
11:08 | 2020-11-17 ავტორი: Prime Time

„არ ღირს ნაჯახით მუშაობა… დაიწყეთ ამის ორგანიზება და ორ კვირაში განტვირთავთ კლინიკებს” – ზურაბ გურული მთავრობას მიმართავს

„არ ღირს ნაჯახით მუშაობა… დაიწყეთ ამის ორგანიზება და ორ კვირაში განტვირთავთ კლინიკებს” – ზურაბ გურული მთავრობას მიმართავს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული საქართველოში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვიტარებას “ფეისბუქ” სტატუსით ეხმაურება და აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის მიუხედავად მთავრობისთვის ტოტალური “ლოქდაუნის” მოთხოვნა მართებული არაა.

 

გურულმა საავადმყოფოებში ადგილების სიმცირეზეც ისაუბრა და მთავრობასა და ეპიდემიოლოგებს გამოსავალი შესთავაზა. მისი თქმით, პაციენტებს ჟანგბადის ბალონები უნდა დაურიგდეთ, ხოლო კლინიკებში მხოლოდ უმძიმესი პაციენტები უნდა გადაიყვანონ.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა  
2020-11-17თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა  

 

„უკვე არაერთი პატივცემული ადამიანისგან გავიგონე სასოწარკვეთილი მოთხოვნა მთავრობისადმი ტოტალური “ლოქდაუნის” შესახებ. ჩემი მოკრძალებული აზრით, ასეთი სვლა არ იქნება მართებული და დიდი ალბათობით მსხვერპლი გაიზრდება კიდეც იმათ ხარჯზე, ვინც სხვა დაავადებების მოულოდნელი გამწვავების, შიმშილისა და ფინანსური სასოწარკვეთისაგან დაიღუპება.

 

დაფიქრდით! იმ დაუძლურებულ, სახლში გამოკეტილ ადამიანებს ჭამაც სჭირდებათ და მიმხედავიც. კოლოსალური, ხშირად აბსოლუტურად აბსურდული ჯარიმები საერთოდ ამოვარნილია ეპიდემიოლოგიური და სამართლებრივი კონტექსტებიდან და კიდევ უფრო მეტ აგრესიასა და სასოწარკვეთას იწვევენ.

 

როგორც ხედავთ, ტოტალურმა “ლოქდაუნმა” პანდემიის პიკის მხოლოდ გადანაცვლება გამოიწვია; თან ისეთი გადანაცვლება, რომ ეს პიკი ადვილად მოსავლელი ზაფხულიდან, ზამთრის უმძიმეს თვეებს დაამთხვია. საერთოდ, “ლოქდაუნს” და მსგავს პრიმიტიულ, მკვეთრ შეზღუდვებს აზრი აქვთ მაშინ, როდესაც იცი, რას გააკეთებ მისი ჩამთავრების შემდეგ.

 

სხვაგვარად ეს სრული უაზრობაა. სულ დასაწყისში “ლოქდაუნი” გამართლებული იყო “აზრზე მოსასვლელად”; რამდენად გამოვიყენეთ მოგებული დრო, ეს სხვა საკითხია.

კოვიდის გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს გაფანტულობა და მახსოვრობის პრობლემები - გიორგი ფხაკაძე
2020-11-16კოვიდის გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს გაფანტულობა და მახსოვრობის პრობლემები - გიორგი ფხაკაძე

 

ამჟამინდელი ამოცანა არის კლინიკების მაქსიმალური განტვირთვა. ამას სჭირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მაქსიმალური სიმძლავრით ამუშავება. ყველა უმადლის კერძო დაზღვევის პირველად რგოლს; მშვენივრად ახერხებენ პაციენტთა მონიტორინგს სახლებში. გაიზიარეთ მათი გამოცდილება. გახსენით რაც შეიძლება მეტი ცხელი ხაზი და დასვით იქ სტანდარტული გაიდლაინებით გაწვრთვნილი ექიმები. ყოველი ცხელი ხაზის ცენტრს მიამაგრეთ 2-3 ფსიქოლოგი, რომლებიც ჩაერთვებიან საუბარში ისტერიკაში მყოფ პაციენტებთან და გარწმუნებთ, ასეთები მინიმუმ 30-40-%-ს შეადგენენ საერთო მიმართვებიდან.

 

შექმენით მობილური ლაბორატორიები. არ არის ამისთვის სასწრაფოს მანქანები საჭირო; ცელოფნით შესაბამისად გატიხრული მსუბუქი მანქანებიც გამოდგება, რომლებიც ატარებენ ლაბორანტებს გამოძახებაზე, ან კლინიკებში მიიყვანენ შესაბამის პაციენტს რადიოლოგიური კვლევისათვის.

 

საავადმყოფოებში გადაიყვანეთ მხოლოდ უმძიმესები! მხოლოდ დამატებითი ჟანგბადის მისაცემად კლინიკა არ არის საჭირო. დაურიგეთ ასეთ პაციენტებს ჟანგბადის პატარა ბალონები და ცვალეთ 24 საათში ერთხელ.

სივრცეები, სადაც საველე ჰოსპიტალების შესაძლო მოწყობა განიხილება
2020-11-16სივრცეები, სადაც საველე ჰოსპიტალების შესაძლო მოწყობა განიხილება

 

დაიწყეთ ამის ორგანიზება და ორ კვირაში განტვირთავთ კლინიკებს. ვაქცინა არ იქნება დიდხანს!!! “ლოქდაუნს” თუ გააკეთებთ ერთი თვით, იძულებული იქნებით გახსნათ მერე და ზუსტად იგივე მოხდება კიდევ ერთი თვის შემდეგ.

 

არ ღირს ნაჯახით მუშაობა და გამწარებული ხალხის კიდევ უფრო გამწარება დანარჩენის შიშებისა და კომფორტის ხარჯზე. ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც”, – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X