11:44 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება, არასდროს! – ქეთი დოლიძე ემიგრანტებს

არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება, არასდროს! – ქეთი დოლიძე ემიგრანტებს

რეჟისორი ქეთი დოლიძე ათენში, მესამე პრეზიდენტის შესახვედრად მისულ ემიგრანტებსა და იქ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ერთ-ერთი Facebook-მომხმარებლის პოსტზე შემდეგ კომენტარს წერს:

 

„ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!“.

 

 

 

მოგვიანებით, პოსტის ავტორი რეჟისორის კომენტარს გამოეხმაურა:

ამ ვიდეოში ჩანს, როგორ დაარტყეს მიხეილ სააკაშვილს ათენში
2020-10-12ამ ვიდეოში ჩანს, როგორ დაარტყეს მიხეილ სააკაშვილს ათენში

 

„ერთი ეგზარხოსმა დაწყევლა საქართველო და ახლა ქეთი დოლიძემ ემიგრანტები. შენ ხალხი გადახვეწილი ოჯახების გადასარჩენად და შვილების განათლებისთვის როგორ უნდა დასწყევლო?! როგორ უნდა გაიმეტო საქართველოში არ დაბრუნებისთვის? ვინც არ უნდა მოგწონდეს ან ვერ იტანდე, თუნდაც გეზიზღებოდეს, ეს როგორ უნდა უსურვო? როგორ?! მესირცხვილება.. ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ბოდიშს გიხდით“, – წერს არინა თავაქარაშვილი.

 

შეგახსენებთ, კვირას ათენში ქართველი ემიგრანტები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ და იქ მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ექს-პრეზიდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ავტორი: Prime Time


X