15:44 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც – მამუკა ხაზარაძე

არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც – მამუკა ხაზარაძე

“ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ტყუილის ტირაჟირება“,- ამის შესახებ პარტია “ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 


მისი თქმით, კონსულტაციებს გაივლის პარტნიორ პარტიებთან და ამის შემდეგ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

 

“ჩვენ, ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად, წყნარად და მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ნაბიჯები იქნება იქითკენ მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ტყუილის ტირაჟირება“,- განაცხადა პარტია “ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

 

ცნობისთვის, დღეს “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, თუ ქართული ოცნება არჩევნებზე ხმათა 43%-ს ვერ მიიღებდა, მაშინ მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების ჩატარების ვალდებულებას იღებდა.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!