13:11 | 2020-02-24 ავტორი: Prime Time

არ გამოიყენოთ ღვინო დასაბასტურმებლად – მწვადის მოყვარულებმა ეს უნდა იცოდნენ

არ გამოიყენოთ ღვინო დასაბასტურმებლად – მწვადის მოყვარულებმა ეს უნდა იცოდნენ

ნახშირზე მწვადი მალე იწვება.შეწვისას გარეთა ფენის ტემპერატურა 150 გრადუსია, შიგნითა ფენის ტემპერატურა სიღრმის მიხედვით იკლებს, თუმცა თუ მწვადი მაღალ ცეცხლზეა, შესაძლოა გარედან ისე დაიწვას, რომ შიგნიდან ვერც კი მოასწროს შეწვა.

 

გადაცემაში „არცოდნა აკრძალულია“ სპეციალისტები განმარატევენ, რომ მწვადის შეწვისას არ უნდა იყოს ცეცხლი და ნაკვერჩხალი არ უნდა იყოს გავარვარებული, მკვეთრი წითელი.

 

მათივე რჩევით, მნიშვნელოვანია, რომ შამფური ხშირად ატრიალოთ, რადგან რაც უფრო მეტი აქვს გარედან მწვადს შავი, დამწვარი ნაწილები, მით უფრო კანცეროგენულია ის. არსებობს მწვადი შეწვის სხვადასხვა მეთოდიც, მაგალითად შეგიძლიათ მწვადი ფქვილში ამოავლოთ, და ნაკვერჩხლზე შეწვათ. შემწვარი ხორცის ნაჭრებს მარტივად მოძვრება გარეთა ფქვილიანი გარსი, შიგნითა ფენა კი უსაფრთხო და გემრიელი იქნება. ასევე შეგიძლიათ მწვადი შავ, უალკოჰოლო ლუდში დააბასთურმოთ. ასეთი მწვადი ძალიან სწრაფად იწვება და მცირეა იმის შანსი, რომ გარედან დაიწვას. უმჯობესია, თუკი დასაბასთურმებლად არ გამოიყენებთ ძმარს, ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს.

 

შედარებით უსაფრთხოა მწვადი, რომელიც სპეციალურად მოწყობილ მაყალზე ვერტიკალურად იწვება, რადგან ასეთი მოწყობილობა უზრუნველყოფს, რომ ცხიმი არ დაეწვეთოს ნაკვერჩხალზე, კვამლიც ზემოთ ადის და არ ბოლავს ხორცს. ამ მხრივ უსაფრთხოა ელექტრო მაყალიც, თუმცა მას ბუნებაში ვერ წაიღებთ და მხოლოდ სახლის პირობებში გამოგადგებათ. თუ მწვადის შეწვას სახლში გადაწყვეტთ და ამისთვის ელექტრო მაყალი არ გაქვთ, რეცეპტს გასწავლით. დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, წამოაცვით ხის ჩხირებზე ბეკონთან ერთად, მოათავსეთ ჩხირები სამლიტრიან ქილაში, დაუმატეთ გრძლად დაჭრილი ხახვი ისე, რომ ქილის ფსკერი დაიფაროს.

 

ქილას ზემოდან დააფარეთ ფოლგის ქაღალდი და ასევე ფოლგით შეფუთეთ ქილიდან ამოყოფილი ხის ჩხირებიც. მოათავსეთ ცივ ღუმელში და შეწვით 180 გრადუს ტემპერატურაზე 50 წუთის განმავლობაში. ასეთი მწვადი ძალიან გემრიელი და საკმაოდ უსაფრთხოცაა, არ გადაგვიწყდეთ მწვადი ჩვეულებრივ მოხარშულ ხორცზე უფრო დაბალკალორიული პროდუქტია და მას ხშირად წონაში კლების მიზნით დიეტაზე მყოფი ადამიანები ხშირად მიირთმევენ.

 

ნუ იტყვით უარს მწვადზე, უბრალოდ მიირთვით ის იშვიათად და რაც მთავარია სწორად მომზადებული. არის კიდევ ერთი გამოსავალი, რომელსაც მწვადის მოყვარულები მიმართავენ. დიდი რაოდენობით ბოსტნეული მწვადთან ერთად. ბოსტნეული შედგება უჯრედისისგან და ანტიოქსიდანტებისგან, რომელიც კანცეროგენულ ნივთიერებების მოქმედებას აქვეითებს. მაგალითად, შუა აზიელები, ერთ ულუფა მწვადს, კილოგრამამდე სხვადასხვა ბოსტნეულს აყოლებენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X