23:37 | 2021-07-19 ავტორი: Prime Time

არ გამოდის უფასო კლინიკა… არა უშავს, ფასიანი იქნება – რატომ შეცვალა გადაწყვეტილება გიორგი ღოღობერიძემ

არ გამოდის უფასო კლინიკა… არა უშავს, ფასიანი იქნება – რატომ შეცვალა გადაწყვეტილება გიორგი ღოღობერიძემ

„უფასო კლინიკის იდეა,- ასეთი რამ ჩვენთან შეუძლებელია. მთელი ამ დროის განმავლობაში ათობით ბიზნესმენს, ხელმძღვანელს, იურისტს შევხვდი, საქართველოს საზღვრებსაც კი გავცდი. არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ“,- ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

Exclusive - თბილისის მერობისთვის თაკო ჩარკვიანი იბრძოლებს
2021-07-19Exclusive - თბილისის მერობისთვის თაკო ჩარკვიანი იბრძოლებს

 

აბსულუტურად არავის, არც ღარიბი ადარდებთ და არც – ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ და უფრო ძვირად მთავაზობდნენ ყველაფერს. ჩემით კიდევ 7 მილიონ დოლარს ალბათ ცხოვრების ბოლომდეც ვერ ვიშოვი. ხალხის ფულს არ ავიღებ და ვიღაცებს არ ვალაპარაკებ, რომ პოპულარობა ხალხისგან ფულის მისაღებად მოიპავაო. სამწუხაროდ, ხალხის ფულითაც ვერ შეგროვდება ამდენი.

 

ადამიანი ძალიან სუფთა სინდისით ვარ.

 

არ გამოდის უფასო კლინიკა, არა უშავს. ფასიანი იქნება, მაგრამ მაინც არ დავნებდები, ამჯერად სხვა მიდგომით ვიქნები.

 

ბევრს გაუხარდება, რომ “უფასო კლინიკის” მიზანს ვერ მივაღწიე, ბიზნესი არ გაუფუჭდებათ“- წერს გიორგი ღოღობერიძე.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!