fbpx
19:58 | 2020-03-20 ავტორი: ალექსი ქამადაძე

არ გადასდო და არ გადაგედება! – მეუფე ნიკოლოზი

არ გადასდო და არ გადაგედება! – მეუფე ნიკოლოზი

​ყველას გთავაზობთ ასეთ დევიზს, არ გადასდო და არ გადაგედება, – ამის შესახებ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

 

„ჩვენ მიგვაჩნია, პირადად მე მიმაჩნია და სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობაა არაა, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება იყოს. ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით კითხვას რაც შეეხება, ცვლილება იქნება სასიკეთო, ის, რომ ესეთი რეკომენდაცია გვექნება, ეს თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველა ტაძართან რომ მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე.

 

ჩვენი რეკომენდაციებია, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთოდ, ჯანდაცვის რეკომენდაციები მორწმუნეებმა. სინოდზე მე პირადად განვაცხადე, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს და შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს – არ გადასდო და არ გადაგედება“, განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა

 

სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით, წმინდა სინოდის სხდომა შედგა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე
X