17:33 | 2020-07-23 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

არ დავუმძიმებთ ოჯახს მდგომარეობას – შსს-მ თამარ ბაჩალეიშვილს ფსიქოლოგი გამოკითხა

არ დავუმძიმებთ ოჯახს მდგომარეობას – შსს-მ თამარ ბაჩალეიშვილს ფსიქოლოგი გამოკითხა

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალეიშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელიც გამოძიებამ უკვე გამოკითხა.

 

17 ივლისს ბაჩალიაშვილმა წამლები იყიდა, შსს არკვევს არის თუ არა, რაც მანქანაში იყო
2020-07-2317 ივლისს ბაჩალიაშვილმა წამლები იყიდა, შსს არკვევს არის თუ არა, რაც მანქანაში იყო

 

ჭელიძე აცხადებს, რომ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან არ სურს ოჯახს მდგომარეობა დაუმძიმოს.

 

„ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია, დეტალებზე თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, დღეს ოჯახი მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და ამაზე საუბარი არ იქნება სწორი.

 

არ დავუმძიმებთ მათ ამ მდგომარეობას. გიდასტურებთ, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი. ჰქონდა კონსულტაციები, დეტალებზე საუბარი ახლა სწორი არ იქნება“, – აცხადებს ჭელიძე.

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

დღეს, 23 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი, სადაც საზოგადოებას ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის დეტალების ნაწილი გასაჯაროვდა.

 

 

 

 

 

 

 

 

პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი


X