00:40 | 2020-06-06 ავტორი: Prime Time

არ არის სახიფათო აუზში ბანაობა, მით უმეტეს ის იქლორება! – პაატა იმნაძე

არ არის სახიფათო აუზში ბანაობა, მით უმეტეს ის იქლორება! – პაატა იმნაძე

არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის – ამის შესახებ პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა საფრთხის შემცველი ზღვაში და აუზში ბანაობა, იმნაძე პასუხობს, რომ ბანაობისას ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

 

„არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. თუმცა, ფეკალიებთან ვირუსი გამოიყოფა, მაგრამ ეს არის ვირუსის ნაგლეჯები და არა ცოცხალი ვირუსი.

 

ამიტომ, ზღვაში ბანაობა სახიფათო არ არის, ასევე არ არის სახიფათო აუზში ბანაობა, მით უმეტეს ის იქლორება.

 

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად გასახდელებთან, სანაპიროზე და აუზთან სივრცეზე, სადაც გარუჯვის დროს დისტანცია უნდა იყოს დაცული“, – განმარტა პაატა იმნაძემ.

 

„სანამ ტუალეტში მიხვალ-მოხვალ უნდა გეკეთოს პირბადე!“ - პაატა იმნაძე რესტორნებზე
2020-06-05„სანამ ტუალეტში მიხვალ-მოხვალ უნდა გეკეთოს პირბადე!“ - პაატა იმნაძე რესტორნებზე
ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X