22:32 | 2020-07-24 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

აქვს თუ არა კავშირი ტროლების ქარხანასთან კომპანიას, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა – ამერიკელი მფლობელის განმარტება

აქვს თუ არა კავშირი ტროლების ქარხანასთან კომპანიას, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა – ამერიკელი მფლობელის განმარტება

კომპანია „ZAG“ საქართველოში ამერიკისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახდენს“ – ამის შესახებ კომპანია „ZAG“-ის მფლობელმა აბრაჰამ რეიხბახმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

 

მისივე თქმით, კომპანია საქართველოში დაახლოებით 8 წელია მუშაობს და თანამშრომლებისთვისაც სამსახურში კარგი პირობები აქვთ შექმნილი.

 

„ჩვენი კომპანია საქართველოში დაახლოებით 8 წელია ოპერირებს. ისინი წერენ პროგრამებს ამერიკული კომპანიებისთვის. პროგრამულ უზრუნველყოფას ვაკეთებთ. ეს კომპანია ფაქტობრივად შემთხვევით დავაფუძნე.

 

ამერიკაში ქართველები გავიცანი, ძალიან მომეწონა ეს ხალხი. ზოგადად, ქართველები მეგობრული და გულწრფელი ხალხია და ასე დავიწყეთ საქართველოში საქმიანობა.

 

გამოდის რომ შემთხვევით. ჩამოვედი და ვიფიქრე, რომ ეს კარგი იქნებოდა თქვენი ეკონომიკისთვისაც, კარგი ხელფასებია.

 

ამ ბიზნესში დაახლოებით 1999 წლიდან ვარ. მოგვწონს რასაც ვაკეთებთ. ჩემი შვილები და შვილიშვილებიც ამაში არიან ჩართულნი.

 

ზოგადად, ბიზნესი „ტექსტილით“ დავიწყეთ, დიდი ხნის წინ, დაახლოებით 70-იან წლებში. ახლა ჩვენი კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა უძრავი ქონება. ეს კომპანია კი არ საჭიროებს აუთსორსინგს“, – ამბობს რეიხბახი.

 

წამყვანმა კომპანიის მფლობელს ტროლებთან და ბოტებთან შესაძლო კავშირზეც დაუსვა შეკითხვა, რაც რეიხბახმა კატეგორიულად უარყო.

 

„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს, ტროლები? მართლა არ ვიცი რას ნიშნავს ეს. ერთი რაც ვიცი ისაა, რომ არის კომპანია, რომელიც პროგრამებს წერს და ადამიანები იქ კარგად მუშაობენ. ეს ჩემთვის სისულელეა. მე არ ვიცი თქვენთან როგორ არის, მაგრამ ჩვენი კომპანია ძალიან კარგად მუშაობს. ჭორებს საფუძველი არ აქვს.

 

რაც შეეხება აბრას, იმიტომ არ არის გამოკრული, რომ ჩვენ საქართველოზე არ ვმუშაობთ. მანდ არაფერს ვყიდით. პროგრამებს ვწერთ, რომელიც ამერიკაში მოდის. არ არის აბრის საჭიროება, უბრალოდ არის ადგილი, სადაც ჩვენი გუნდი ამერიკისთვის წერს პროგრამებს, პროგრამულ უზრუნველყოფას ვაკეთებთ, არაფრის რეკლამირებას არ ვეწევით, ამიტომაც არ არის აბრა. ახლა ვეტყვი დაკიდონ“, – ამბობს კომპანია „ZAG“-ის დირექტორი.

 

შეგახსენებთ, რომ 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილი სწორედ კომპანია ZAG-ში, პროგრამისტის სპეციალობით მუშაობდა.

 

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი
2020-07-24თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი
ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები