23:55 | 2021-10-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აქციის მონაწილეებისთვის აუცილებლად წასაკითხი! – „შედეგებს ორ კვირაში ვნახავთ“ – ეპიდემიოლოგი

აქციის მონაწილეებისთვის აუცილებლად წასაკითხი! – „შედეგებს ორ კვირაში ვნახავთ“ – ეპიდემიოლოგი

დღეს თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესმე პრეიზდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

 

აქციას ესწრებიდნენ არა მხოლოდ დედაქალაქის მაცხოვრებლებიც, არამედ რეგიონიდან ჩამოსული კოლონებიც.

 

მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა მიმდინარეობს და დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 4000-ზე მეტია, რა გავლენად იქონიებს მსგავსი მანიფესტაცია სწორედ ამ კითხვით ეპიდემიოლოგს ალექსანდრე გოგინავას მივმართეთ.

 

გაუბერეთ ჯოჯოხეთისკენ, თქვენი ადგილი აქ არ არის - გია ბუღაძე „ოცნების“ მხარდამჭერებს
2021-10-14გაუბერეთ ჯოჯოხეთისკენ, თქვენი ადგილი აქ არ არის - გია ბუღაძე „ოცნების“ მხარდამჭერებს

 

„თუ ყველა იცავდა რეგულაციებს და პირბადით იყო ეს რისკებს ამცირებს, ზოგადად შეკრებები, რა თქმა უნდა ეპიდსიტუაციაზე ცუდად აისახება ხოლმე თუმცა ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს აქვთ უფლება დააფიქსირონ თავიანთი თავი თუნდაც აქციის სახით, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია: მსგავს აქციებზე, ღონისძიებებზე ადამიანებმა უნდა დაიცვან რეკომენდაციები, ასევე თუ ვინმეს ექნება გარკვეული სიმპტომები ვირუსისთვის დამახასიათებელი არ მიიღოს მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა.

 

ხალხმრავალ აქციებზე დისტანციის დაცვა ძალიან რთულია, იქიდან გამომდინარე, ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს რაიმე სურვილი გამოხატოს თავისი პოზიცია აქციით, მაინც უნდა ვეცადოთ, რომ პანდემიიდან გამომდინარე სხვა რეკომენდაციები მაინც დავიცვათ. როგორიცაა პირბადის გამოყენება, ვაქცინაცია. ამიტომ ესეთ ადამიანებს, რომმლებიც ასეთ შეკრებებზე მომავალში იქნებიან რა ტიპისაც არ უნდა იყოს შეკრება და რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს, მე ვურჩევდი, რომ მათ აუცილებლად ეკეთოთ პირბადე და იყვნენ ორდერადად ვაქცინირებულნი.

 

ზოგადად ეპიდსიტუაციაზე რამდენად მოახდენს გავლენას ესე თუ ის მანიფესტაცია ან სხვადასხვა ტიპის შეკრება აისახება ხოლმე, დაახლოებით ორ კვირაში“, – გვითხრა ალექსანდრე გოგინავამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X