fbpx
11:50 | 2020-05-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„აქციებს გავმართავთ“ – ვის მიმართავს ანიტა რაჭველიშვილი

„აქციებს გავმართავთ“ – ვის მიმართავს ანიტა რაჭველიშვილი

რაჭაში ჰესის აშენებას გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

„რაჭას არ დავთმობთ! აქციებს გავმართავთ და არ მოგცემთ რაჭის და რიონის განადგურების უფლებას! კარგად დაიმახსოვრეთ ეს და გაითავისეთ“, – წერს რაჭველიშვილი.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ არხზე გავდია სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ შესაძლოა, რაჭა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ონის კასკადის მშენებლობის ნებართვა გაიცა.

 

მდინარე რიონი, მალე მილებში მოექცევა და კალაპოტიდან მთების სიღრმეში გადაინაცვლებს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X