14:37 | 2020-01-31 ავტორი: Prime Time

აქტივისტებმა პროკურატურასთან პლასტმასის დანები მიიტანეს

აქტივისტებმა პროკურატურასთან პლასტმასის დანები მიიტანეს

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

 

პარტიის აქტივისტებმა,  პერფომანსის სახით საგამოძიებო უწყების შენობასთან პლასტმასის დანები მიიტანეს და განაცხადეს, რომ ეს ირაკლი შოთაძის დღევანდელ სახეს ასახავს.

 

აქციის წევრები ყოფილ მთავარ პროკურორს გახმაურებული საქმეების გაყალბებაში ადანაშაულებენ და საპროკურორო საბჭოში მისი კანდიდატურის მოხსნას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

 

ცნობისთვის, ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე კვლავ გენპროკურორის კანდიდატად არის წარდგენილი.   ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობა 2015 წლის 27 ნოემბრიდან ეკავა და პოსტი 2018 წლის 31 მაისს დატოვა.

 

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

 

⭕Live:აქცია მთავარ პროკურატურასთან

⭕Live:აქცია მთავარ პროკურატურასთან

Geplaatst door Prime Time op Donderdag 30 januari 2020

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X