fbpx
16:34 | 2020-09-29 ავტორი: Prime Time

აქამდეც ტყუილად ვაყურყუტებდით სტაციონარებში – მაია ბუწაშვილი კოვიდპაციენტების ბინაზე მკურნალობის შესახებ წერს

აქამდეც ტყუილად ვაყურყუტებდით სტაციონარებში – მაია ბუწაშვილი კოვიდპაციენტების ბინაზე მკურნალობის შესახებ წერს

ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის თქმით, გარდაცვლილებზე მუდმივად იმის მინიშნება, რომ ყველა თანმხლები დაავადება ჰქონდა, არასწორია. როგორც ინფექციონისტი სოციალურ ქსელში წერს, კარგია, რომ ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაშიც ჩნდება.

 

„ცოტა ყურს ჭრის მუდმივი თავის მართლებასავით ნათქვამი – „გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა“. ზოგჯერ ადამიანებს ისე ჩაესმით, თითქოს „რა ვქნათ, თანხმლები დაავადებები ჰქონდა“.

 

ჯერ ერთი, თანმხლებ დაავადებებს გააჩნია. ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს აქვს რაიმე თანმხლები დაავადება. მაგალითად, ჰიპერტენზია.

 

მეორეც, პრობლემა და სამედიცინო დახმარების საჭიროება ზუსტადაც რომ ამ ადამიანებშია, თორემ ახალგაზრდას და ჯანმრთელს საერთოდ არ სჭირდება არაფერი, ისედაც განიკურნება. აქამდეც ტყუილად ვაყურყუტებდით სტაციონარებში და ამდენი ლაპარაკის მერე, კარგია, რომ როგორც იქნა, ბინაზე მოვლის მოდელი დაგვიანებით მაინც იწყებს ამოქმედებას. ამიტომ ამიერიდან ვინც სტაციონარში იქნება, იმათ უდიდეს ნაწილს სწორედაც რომ რომელიმე თანმხლები დაავადება ექნება და მათი გადარჩენა მოუწევთ ექიმებს. ამიტომ ამ ჯგუფის ადამიანებზე ასეთი ხელჩაქნეული დამოკიდებულება არ არის კარგი.

 

„აბონენტთა საყურადღებოდ!“ - ვარკეთილის ერთ-ერთ კორპუსში კორონავირუსი დაფიქსირდა
2020-09-29„აბონენტთა საყურადღებოდ!“ - ვარკეთილის ერთ-ერთ კორპუსში კორონავირუსი დაფიქსირდა

 

თავიდან, როდესაც ვამბობდით, რომ ხანდაზმულები და თანმხლები დაავადებების მქონეები რისკის ჯგუფია, გვსაყვედურებდნენ, ამას ხაზს რატომ უსვამთ და აშინებთ ამ ადამიანებსო, მაგრამ რისკ-ჯგუფების აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნამდვილად არის იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა და მათი ოჯახის წევრებმა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე. თუმცა უკვე გარდაცვლილზე იქვე, აუცილებლად მიყოლებამ, რომ თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რაღაც უცნაური ხასიათი მიიღო. კარგად ვერც ვაყალიბებ, რისი თქმაც მინდოდა“,- წერს მაია ბუწაშვილი.

 

იგი ასევე აღნიშნავს, რომ იდეალურად ჯანმრთელი ადამიანი არ არსებობს და ყველას აქვს რაიმე თანმხლები დაავადება, მთავარია ამ დაავადების მუდმივი კონტროლი.

 

„რაც შეეხება თანმხლებ დაავადებებს – მეტი განმარტებები კარგი იქნება, თორემ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძნელად თუ მოიძებნება იდეალურად ჯანმრთელი ადამიანი. მაგალითად, როდესაც ჰიპერტენზიაზე ვლაპარაკობთ, დასაკონკრეტებელია, რომ რისკი განსაკუთრებით მაღალია არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის დროს. არადა, რამდენი ადამიანია საქართველოში, „წნევას რომ ატარებს“ (ეს უცნაური გამოთქმა ჯერ კიდევ ძალიან ხშირად გვესმის) და არ იღებს წამლებს, ან იღებს მხოლოდ მაშინ, „როცა წნევა აუწევს“.

 

მოგვენატრები! გვტკივა... - საზარელი ავარიის შედეგად დაღუპულ 16 წლის გოგოს სკოლა ემშვიდობება
2020-09-29მოგვენატრები! გვტკივა... - საზარელი ავარიის შედეგად დაღუპულ 16 წლის გოგოს სკოლა ემშვიდობება

 

ასეა თუ ისეა, ჯერ-ჯერობით რაიმე დასაყრდენი, ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც მულტივარიაციული სტატისტიკური ანალიზით მკაფიოდ აჩვენებს, არის თუ არა ჰიპერტენზია კოვიდის გართულებების დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორი (ასაკთან და სხვა შესაძლო რისკ-ფატორებთან შეჯერების შემდეგ), ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ფაქტია, რომ არაკონტროლირებადი ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ჰიპერტენზია და დიაბეტი), გართულებებისთვის სერიოზულ საფუძველს ქმნის. ამიტომ შფოთვას და ნერვიულობას ჯობია შესაბამისი სპეციალისტის დანიშნული მედიკამენტები მივიღოთ და წნევა იქნება ეს თუ სისხლში შაქრის კონცენტრაცია, მუდმივად კონტროლირებული გვქონდეს“,- ამბობს ბუწაშვილი.

 

შეგახსენებთ, 20-დან 29 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვლა. როგორც ექიმები განამრტავენ, უმრავლესობას თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X