
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორ გიორგი კიკაბიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „პრაიმტაიმთან” საუბრისას გიორგი კიკაბიძე აცხადებს, კოვიდ ცხრამეტი პარასკევს გეგმიური ტესტირების დროს დაუდასტურდა, მისი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თვითიზოლაციის პერიოდს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის.
„პარასკევს მორიგი ტესტი ჩავაბარე, ღამით გავიგე, რომ პასუხი დადებითი იყო. განმეორებითი ტესტირება ჩავიტარე შაბათს და კვლავ დამიდასტურდა კოვიდ 19. ამჟამად იზოლაციაში ვარ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ჯერჯერობით ჩივილები არ მაქვს. არანაირი სიმპტომი, მხოლოდ ერთხელ 37,4 ტემპერატურა დამიფიქსირდა. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ერთი კვირა კლინიკაში ვიქნები. ციკლი გასული ყოფილა, ფაქტია დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. შემომთავაზეს კოვიდსასტუმროში გადასვლა, მაგრამ ვარჩიე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დარჩენა. აქ მკურნალობის კურსსაც გავდივარ და ჩემს კოლეგებსაც დავეხმარები,”- განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე