22:46 | 2021-07-29 ავტორი: თამარ ბუჩუკური

აქ მკურნალობა მისთვის ალბათ სასჯელია… – რას ამბობენ ზუგდიდში ჩამოყვანილ სოხუმელ კაცზე, რომელიც იქ მცხოვრები ქართველების დისკრედიტაციას ახდენს

აქ მკურნალობა მისთვის ალბათ სასჯელია… – რას ამბობენ ზუგდიდში ჩამოყვანილ სოხუმელ კაცზე, რომელიც იქ მცხოვრები ქართველების დისკრედიტაციას ახდენს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ რუხის კოვიდ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული გალიდან ახალგაზრდა პაციენტი, სოხუმის მკვიდრი ახრა გვინჯია გადმოიყვანეს.

 


“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მას ყველა საჭირო დახმარება სწორედ საზღვრისპირა რუხის კლინიკაში აღმოუჩინეს.

 

თენგიზ ცერცვაძე: ზურაბ ჭიაბერაშვილმა რეალობის აღქმა დაკარგა
2021-07-29თენგიზ ცერცვაძე: ზურაბ ჭიაბერაშვილმა რეალობის აღქმა დაკარგა

 

ახრა გვინჯიას გადმოყვანას ოკუპირებული ტერიტორიიდან სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოყვა.

 

ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, ახრა გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციას ახდენდა.

 

“პატიება ძნელია…მაგრამ უნდა შევძლოთ. აქ რომ მკურნალობს…ისიც ალბათ სასჯელია. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ყველაფერი უფლის ხელშია… ასეთი ჰუმანური და ტოლერანტი ერი ვართ და მერე სხვა გვასწავლის მოყვასისა და მტრის სიყვარულს თუ პატიებას!

 

მაინც პატიებისკენ გვიბიძგებს ქართული ბუნება და მითუმეტეს, მედიცინის მუშაკთა პროფესიული მორალი ზედ დაერთვის! ვიყოთ ასეთები, ასე სჯობს!”,-წერენ ფეისბუქმომხმარებლები.

 

რატომ ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანები და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევებში
2021-09-13რატომ ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანები და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევებში

 

იმყოფება თუ არა, ამჟამად პაციენტი გვინჯია რუხის კლინიკაში, ამის გასარკვევად ჩვენ კლინიკის მენეჯერს ნინო აკობიას დავუკავშირდით, რომელიც სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

ჩვენი ინფორმაციით, ახრამ რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდგომ კლინიკა, უკვე დატოვა.

 

ამჟამად რუხის კოვიდ კლინიკაში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი რამდენიმე პაციენტი ჯერკიდევ მკურნალობს, მათ შორისაა გალის საავადმყოფოს ექიმი მარინა ჯანბიევა.

 

 

ასევე წაიკითხეთ ⇓

 

ისე შემეცოდნენ, მოფერება მომინდა – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებზე

 

VIDEO: მძიმე კადრები თურქეთიდან – ხანძარი დიდ მასშტაბებს აღწევს, მიმდინარეობს შენობებიდან ხალხის ევაკუაცია

 

„გამოფრინდა იტალიიდან და ვაი, ამ ჩამოსვლას…“ – ტრაგედია ქართველი ემიგრანტის ოჯახში

 

დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა! – რა ინფორმაციას ავრცელებს ნარკოლოგი

 

ქართველი მომღერალი კოვიდით გარდაიცვალა – „არაფერი აწუხებდა… 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია“

 

„მოსწერა, კაბა ცმოდა, რომ ადვილად ექნათ ყველაფერი“ – პედოფილს 10 წლის შვილის ნაცვლად დედა ეკონტაქტებოდა

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!