17:04 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

Apple Watch-მა ვაშინგტონში მცხოვრები მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა

Apple Watch-მა ვაშინგტონში მცხოვრები მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა

Apple Watch-მა ვაშინგტონში მცხოვრები მამაკაცის, ბობ ბურდეტის სიცოცხლე გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ CBSNEWS-ი ავრცელებს.

 

გაბე ბურდეტი მამას, ბობ ბურდეტს რივერსაიდის პარკში ელოდებოდა, რათა ველოსიპედებით ერთად გაესეირნათ. თუმცა, გაბეს მამა დათქმულ დროს ადგილზე არ მისულა.

 

„მამას ველოდებოდი, როდესაც ტელეფონზე მისი Apple Watch-იდან გამოგზავნილი შეტყობინება მივიღე, რომელშიც ეწერა: „Apple Watch-მა ბობ ბურდეტისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მას შემდეგ რაც Apple Watch-მა მოულოდნელი დარტყმა განიცადა. ამ მესიჯს იღებთ იმიტომ, რომ ბობის თქვენ საგანგებო საკონტაქტო პირების სიაში ყავხართ შეყვანილი“,- იხსენებს გაბე.

 

 

 

Apple Watch-მა გაბეს მამამისის ლოკაციაც გაუგზავნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გაბეს მამა ველოსიპედიდან გადმოვარდა, თავი დაარტყა და გონება დაკარგა.

 

„მამას არაფერი არ ახსოვდა. გათიშული იყო, გონზე რომ მოვიდა ის უკვე საავადმყოფოში გადაყავდათ“,-ამბობს გაბე.

 

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X