16:39 | 2020-05-04 ავტორი: ნინი ტაველიძე

აპლიკაცია „Stop Covid“-ით ფრანგული გამოცემები დაინტერესდნენ

საქართველოში მოქმედ ანტიკორონავირუსულ აპლიკაციაზე „Stop Covid“-ზე სტატია არაერთ ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნდა.

 

მსგავსი ტიპის აპლიკაციებზე ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საფრანგეთში მსგავსი აპლიკაციის გაშვება დაანონსდა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

გამოცემა Zdnet.fr-ის ინფორმაციით, „Stop Covid“ აპლიკაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაცია Novid20-თან და კომპანია Dolphin Technologies-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

 

ის იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ფრანგული აპლიკაცია იმუშავებს – თითოეულ მომხმარებელს ანიჭებს უნიკალურ იდენთიფიკატორს და ინფორმაციას დაშიფრული სახით, ინახავს მათივე მობილურ ტელეფონში.

 

თუმცა, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ფრანგულისგან განსხვავებით ქართული „Stop Covid“ აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, როდის და რა ინფორმაცია გასცენ.

 

ფრანგებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია წესით 11 მაისიდან გახდება ხელმისაწვდომი.


გამოცემა, აპლიკაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადების ნაწილსაც აქვეყნებს – „აპლიკაცია არის ძალიან ზუსტი და მარტივი გამოსაყენებლად, იგი დაგვეხმარება გაცილებით უფრო სწრაფი რეაგირების განხორციელებაში.

 

ჩვენ გვსურს პაციენტების არსებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით უზრუნველყოფა და შესაბამისად დაავადებასთან, ყველა არსებული შესაძლებლობებით, ბრძოლა“.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X