fbpx
16:52 | 2020-03-23 ავტორი: თათია ცუკოშვილი

აპატურაი: ნატო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

აპატურაი: ნატო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

ნატო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ნატო არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც გუშინ ჩატარდა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში.

 

ალიანსი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“ – წერს ჯეიმს აპატურაი.

 

აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს აშშ-ს საელჩო საქართველოში და რამდენიმე რესპუბლიკა.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

X