18:20 | 2020-07-17 ავტორი: Prime Time

აპატიმრებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველები იყვნენ – 1922 წლის მაისის თვე საქართველოში

აპატიმრებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველები იყვნენ – 1922 წლის მაისის თვე საქართველოში

„1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს მშრომელებმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით და საბჭოთა რუსეთის დახმარებით დაამხეს მემამულეებისა და ბურჟუაზიის ბატონობა და დაამყარეს საბჭოთა ხელისუფლება“…

 

„საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც, მენშევიკების კონტრრევოლუციური მთავრობის წინააღმდეგ მასების აჯანყების ცეცხლსა და კვამლში იშვა, აღფრთოვანებულ სალამს უთვლის დიდი პროლეტარული რევოლუციის ბელადს.

 

საერთაშორისო იმპერიალიზმით სამი წლის მანძილზე ნასაზრდოებმა მენშევიკების მთავრობამ შექმნა საკუთარი პოლიციური და სამხედრო აპარატი მშრომელთა დასათრგუნად.

 

„შენ, პადვალში ვერ ჩამაჯენ, კიკალიშვილო!“ - გიჟად შერაცხული თავადი, აკაკი მიქელაძე
2020-07-15„შენ, პადვალში ვერ ჩამაჯენ, კიკალიშვილო!“ - გიჟად შერაცხული თავადი, აკაკი მიქელაძე

 

საერთაშორისო რეაქციისა და ქართველი მენშევიკების კოალიციის წინააღმდეგ საქართველოს მშრომელები სუსტნი იყვნენ და ყველა ცდა, დაემხოთ მოძალადეთა უღელი, დამარცხებით მთავრდებოდა. მაგრამ ხალხის მასების უკანასკნელი აჯანყება ძლევამოსილი აღმოჩნდა.

 

საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ისწრაფვიან ევროპის რეაქციის ძალები. გაერთიანებული შავი ლაშქრის დაწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ შეერთებულ წითელ სოციალისტურ ლაშქარს შეუძლია.

 

ჩვენ ვიმედოვნებთ, დარწმუნებული ვართ, რომ არა მარტო დიდი პროლეტარული რევოლუციისა, არამედ დიდი მატერიალური შესაძლებლობების ქვეყანა არ დაგვტოვებს ჩვენ უთანასწორო ბრძოლაში და დახმარებას აღმოუჩენს ახალშობილს საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას.

 

    გაუმარჯოს საბჭოთა რუსეთს!

 

    გაუმარჯოს მის დიდ ბელადს!

 

(საქართველოს რევკომის 1921 წლის თებერვლის მიმართვა რსფსრ სახკომსაბჭს თავჯდომარეს ვ.ი. ლენინს)“

 

„რატომ ქართულათ დაგიწერიათ და არა რუსულათ...“ - წერილები „კომუნისტური შიზოფრენიის“ მასალებიდან
2020-07-03„რატომ ქართულათ დაგიწერიათ და არა რუსულათ...“ - წერილები „კომუნისტური შიზოფრენიის“ მასალებიდან

 

ეს მცირე ამონარიდია საქართველოს ისტორიის სკოლის სახელმძღვანელოდან. ასე ასწავლიდნენ საბჭოთა საქართველოს მოზარდებს შვიდი ათეული წლის განმავლობაში, სინამდვილეში კი…

 

რეალობა სულ სხვაგვარი იყო. კარგად რომ აღვიქვათ ეს რეალობა, გთავაზობთ არალეგალურად გამოცემულ პროკლამაციას, რომელიც დაწვრილებით ასახავს იმ საპროტესტო მდგომარეობას, რაც სუფევდა საქართველოშ გასაბჭოებიდან ერთი წლის შემდეგ, 26 მაისს.

 

დოკუმენტი დაცულია შსს არქივში ( სააქქივო საქმე № 22-254). სტატიას გთავაზობთ ყოველგვარი ცვლილების გარეშე(სტილი დაცულია).

 

 

 

დამოუკიდებლობის დღე საქართველოში (ცნობად-პოლიტიკურ პარტიებისგან)

 

24-26 მაისს საქართველომ კიდევ ერთხელ დაანახვა მტერსა და მოყვარეს რომ მისი დამონება და დამორჩილება არ შეუძლია არავითარ ძალას, რომ ქართველ ხალხს,- უიარაღოს და ბორკილ გაყრილს, საშინელ ტერორის პირობებშიაც შესწევს სითამამე და ვაჟკაცობა აშკარად უარყოს მოძალადეთა უღელი.

 

კომუნისტური პრესა შეეცადა ამ გამოსვლებისთვის სახელი გაეტეხა,მაგრამ წინააღმდეგს მიაღწია, – გაიძახოდნენ,არაფერი მომხდარაო, როცა მთელ გაზეთებს ანდომებდნენ მასზე წერას.

 

კომუნისტების სამფლობელოში სიმართლეს ვერასოდეს შეიტყობთ, ამიტომ ჩვენ განვიზრახეთ, მივაწოდოთ ქართველ ხალხს მოკლე ცნობები იმის შესახებ, თუ რა მოხდა საქართველოში 24-26 მაისს.

 

 

 

წინასწარი რეპრესიები

 

მაისის პირველ რიცხვებიდან დაიწყო უსასტიკესი რეპრესიები. აპატიმრებდნენ სრულიად უსაფუძვლოდ, მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველები იყვნენ, დაპატიმრებულია მრავალი ქართველი აფიცერი, მილიციის მოხელე, უბრალო მოქალაქე, მოსწავლე ახალგაზრდობა, მუშებით ხომ სავსეა „ჩეკის“ სარდაფები, 16 მაისს გაიცა სასწრაფო ბრძანება, რომ ყველა სასწავლებელი დაიკეტოს 20 მაისისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი ივნისის შუა რიცხვებამდის უნდა გაგრძელებულიყო.

 

მოსწავლე ახალგრაზრდობას და მასწავლებლობას წინადადება მიეცა დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ თბილისი. რკინის გზას დაევალა 24 მაისამდის სპეციალურ მატარებლების გამზადება.

შემზარავი ფაქტები - სახელმწიფო, რომელმაც კანიბალები და მორჩილების ცნობიერება შექმნა
2020-05-17შემზარავი ფაქტები - სახელმწიფო, რომელმაც კანიბალები და მორჩილების ცნობიერება შექმნა

 

ორმოცი ვაგონის ბათუმისკენ და ოცი კახეთისაკენ ახალგახრდობის უფასოდ გადასაყვანათ, მაგრამ მოსწავლე ახალგაზრდობამ არ მოისურვა ეტაპით გამგზავრება და ბათომისაკენ მომზადებულ 40 ვაგონიდან მხოლოდ 11 წავიდა, ისიც ნახევრად ცარიელი, ასევე მოხდა კახეთისაკენ.

 

უმაგალითო ამბავი მოხდა ქუთაისში: როგორც კი მოვიდა 20 მაისისათვის მოსწავლეთა დათხოვნის ბრძანება, ყველა ტიპისა და საფეხურის სკოლების მასწავლებელნი გაიფიცნენ, „მთავრობა საგონებელში ჩავარდა.

 

ბოლოს ბრძანება გასცეს, – მოსწავლეები ყველანი გადაყვანილი არიან კლასიდან კლასში, ხოლო უკანასკნელ კლასის მოწაფეთ მიეცეს სიმწიფის მოწმობებიო; მასწავლებლები კი ყველანი  დათხოვნილიაო“.

 

 

 

23 მაისისათვის მთელს საქართველოში რეპრესიები უმწვერვალესობამდის აღწევს.

 

23 მაისს გამოიცა შემდეგი:

 

„ბრძანება №5, სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმისაგან.

 

ამით საყოველთაოდ ვაცხადებთ, თანახმად აღმასკომის დადგენილებისა, რომ საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის დღე არის 25 თებერვალი და არა 26 მაისი.

 

ამიერიდან გაუქმებულია 26 მაისის დღესასწაულის უქმე დღე და მის ნაცვლად ძალაში შედის 25 თებერვლის დღე, როდესაც განთავისუფლდა საქართველო.

 

აღმასკომის თავჯდომარე ფ.მახარაძე, მდივანი თ.კალანდაძე“.

 

ამ ბრძანების შემდეგ დედა ქალაქი პირდაპირ სამხედრო ბანაკს დაემსგავსა. 23 მაისის საღამოდან ყველა მნიშვნელოვანი პუნქტები და სტრატეგიული ადგილები რუსის ჯარმა დაიჭირა.

 

ქუჩებში გაძლიერებული ცხენოსანი და ქვეითი პატრულები ჩადგა.ქალაქში კომუსნისტების მობილიზაცია გამოცხადდა. ქართველი ჯარი ყაზარმებში ჩაკეტეს და გარეთ გამოსვლა აუკრძალეს.

 

 

ამავე ღამეს გავრცელდა ფურცლები საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიებისა, ს.-დ. პარტიისა და საქართველოში მცხოვრებ რუსთა კომიტეტისა.

 

 

 

     თბილისში

 

24 მაისს გათენებამდის ტრამვაის დეპო, ელექტრონის სადგურები, რკინის გზის მთავარი დეპო-სახელოსნო რუსის ჯარმა დაიჭირა. განაპირა ადგილებში ზარბაზნები დადგეს და ქალაქის ქართულ რაიონებს დაუმიზნეს.

 

ჯავშნოსანი მატარებელი მთავარ დეპოს დაუპირისპირეს. სადგურს და სახელოსნოს ნამდვილი ალყა ქონდა შემორტყმული. სადგურში ხალხს ატყვევებდნენ. ძმათა სასაფლაოზე დილიდანვე გაძიერებული რაზმი დააყენეს. 10 საათიდან თბილისის ქუჩები ცოცხლდება.

 

მას ყველა დაემორჩილა, მათ შორის ნოე ჟორდანიაც - რუსული ოკუპაციის დეტალები საარქივო მასალებიდან
2020-06-24მას ყველა დაემორჩილა, მათ შორის ნოე ჟორდანიაც - რუსული ოკუპაციის დეტალები საარქივო მასალებიდან

 

გაისმა ზარების რეკა, სხვა და სხვა ქარხნებში, არსენალში საყვირის ხმა; მთავარ სახელოსნოს საყვირი კი წინა ღამეს „ჩეკის“ რაზმმა დაიჭირა. მუშათა ჯგუფი შეეცადა საყვირის ხელში ჩაგდებას. გაიმართა ხელჩართული ბრძლა. რამდენიმე მუშა დაშავდა, ხოლო 25 მუშა იქვე დააპატიმრეს.

 

მთავარ სახელოსნოს ჯარი ყარაულობდა. კარები ჩაკეტილი იყო. მემანქანეების, მეისრეების ტექნიკურ თანამშრომლებს, ყველას თავზე წითელარმიელები და „ჩეკისტები“ ადგა. სცემდნენ ყველას, ვიზედაც რაიმე იჭვს მიიტანდნენ.

 

არსენალის მუშებმა საყვირის ხმაზე მუშაობა შეწყვიტეს, ეზოში მიტინგი გამართეს და გაფიცვა გამოაცხადეს; გაარღვიეს დარაჯთა რკალი და მანიფესტაციის ადგილისაკენ გაეშურნენ, მაგრამ გზაში გაფანტეს, ბევრი დააპატიმრეს, ავლაბარში დუქნები დაიკეტა, ხალხმა მოედანზე იწყო თავის მოყრა, მაგრამ ცხენოსანმა ჯარმა გაფანტა და ბევრი დაატყვევა, ნავთლუღში რკინის გზის ყველა დარგებში, ქარხნებში და ქალაქის დაწესებულებებში შეწყდა დილიდანვე მუშაობა.

 

გაიმართა მრავალრიცხოვანი მიტინგი, რის შემდეგ მანიფესტაცია გაემართა ცენტრისაკენ ეროვნული და შავი დროშებით, ეროვნული სიმღერით, მანიფესტაციას არამიანცის საავადმყოფოსთან რუსის ცხენოსანმა ჯარმა და ჯავშნიანმა ავტომობილმა გზა გადაუჭრა და გაფანტა.

 

რამდენიმე ათეული მანიფესტანტი დააპატიმრეს. დაშლილი დემონსტრაცია ჯგუფ-ჯგუფად გაემართა ძმათა სასაფლაოსაკენ, ორთაჭალაში, მოედანზე ხალხმა თავის მოყრა იწყო, ადელხანოვის, ტოლეს და სხვ.

 

„ბრიგინ - ბრიგინით მოსული საბჭოთა ხელისუფლება“ და კომუნიზმს შეწირული ჯანდაცვის მდივანი
2020-06-15„ბრიგინ - ბრიგინით მოსული საბჭოთა ხელისუფლება“ და კომუნიზმს შეწირული ჯანდაცვის მდივანი

 

ქარხნებში კომუნისტების გარდა ყველამ სამუშაოზე ხელი აიღო, ბაზარი დაიკეტა, მიტინგს მოაწყდა დიდძალი არაქართველიც: თათრები, სპარსელები,სომხები, გაიძახოდნენ „გაუმარჯოს საქართველოს“.

 

აქაც ასწიეს ეროვნული და შავი დროშები, ილაპარაკეს ორატორებმა, ამის შემდეგ, მიუხედავათ დიდი წინააღმდეგობისა, მანიფესტაცია გაემართა მეტეხისაკენ.

 

ხიდამდის კიდეც მიაღწია, მაგრამ აქ ცხენოსანმა რაზმმა შეაჩერა. ხალხს კონდახებით, მათრახებით, ხმლებით დაერიენ . ასტეხეს სროლაც. მრავალი მოქალაქე დააპატიმრეს.

რამდენიმე კაცი მძიმედ ნაცემი და დასახიჩრებული აღმოჩნდა. ერთი ხელოსანი იქვე გარდაიცვალა. რიყეზე ადგილობრივი სომხები და სხვანი შეეცადნენ თავი მოეყარათ და საერთო მანიფესტაციას შეერთებოდნენ, მაგრამ მათ ჯარმა ალყა შემოარტყა და ცემა-ტყეპით გარეკა.

 

სრულ 11 საათზე ყველა დაწესებულებებში მუშაობა შეჩერდა. არც ერთი ქართველი სამსახურში არ დარჩენილა. მრავალი უცხოელიც გამოყვა ქართველებს. მხოლოდ ზოგს ადგილას მომსახურენი ჩაიმწყვდიეს და ძალით არ გამოუშვეს, მაგრამ იქაც მუშაობა არ ყოფილა. ბაზრის დიდი ნაწილი დაკეტილი იყო.

 

ვერის რაიონს დილიდანვე დაეტყო გამოცოცხლება. სახელმწიფო უნივერსიტეტზე  ეროვნული და შავი დროშები ფრიალებდნენ. ქუჩებში ჯარი და „ჩეკისტები“ იყვნენ ჩამდგარი. მიუხედავად ამისა, ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, ვერის დაღმართის მოედანზე თავი მოიყარა.

 

როცა ზარების რეკა ასტყდა, მანიფესტაცია გაემართა ნიკოლოზის ეკლესიისაკენ ეროვნული  დროშით და სიმღერებით. აქ შეეცადნენ მანიფესტაციის დაშლას, მაგრამ ამაოთ.

 

გაისმოდა: „გაუმარჯოს საქართველოს, ძირს მოღალატენი, ოკუპანტები“ და სხ. ოლღას ქუჩაზე ნამდვილი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მშვიდობიან ხალხს დაერია ჯარი და „ჩეკისტები“, მანიფესტაცია გამართეს, აქ ორასზე მეტი დააპატიმრეს. დაშავებულია 27-დე ქალი და ვაჟი.

 

ცივი ომის ლეგენდა - როგორ გაიქცა საბჭოთა ჯაშუში ბრიტანეთის ციხიდან
2020-05-17ცივი ომის ლეგენდა - როგორ გაიქცა საბჭოთა ჯაშუში ბრიტანეთის ციხიდან

 

შუადღისას ყველა სამილიციო უბნები სავსე იყო დაპატიმრებულებით. „ჩეკებში“ ხალხი არ ეტეოდა და კერძო დაწესებულებებშ და ეზოებში შეყარეს. აქ ყველგან „დიდება“ გაისმოდა. ქუჩებში არავის აჩერებდნენ.

 

თუ ვინმე არ მოეწონებოდათ, მაშინვე იჭერდნენ. ეკლესიები დაკეტეს და ყარაულები მიუჩინეს. ეკლესიის ბევრი მოსამსახურე ზარის რეკისთვის დააპატიმრეს. განსაკუთრებულ ერთგულებას და სიმკაცრეს იჩენდნენ უამრავი სომეხი „ჩეკისტები“.

 

საღამოს ქუჩებში ხალხი არ სჩანდა. ყველგან რუსის პატრულები იდგა. ყაზარმებში ჩამწყვდეულ ქართულ ჯარს მღელვარება დაეტყო. ზოგიერთი ნაწილი პასუხისმგებელმა კომუნისტებმა ჩამოიარეს და ჯარისკაცებს ამშვიდებდნენ.

 

ღამით, მთაწმინდის, არსენალის გორებზე და ნავთლუღის მიდამოებში ზარბაზნები დადგეს, სანგრები გათხარეს, რუსის სამხედრო ნაწილები ქალაქ გარეთ გაიყვანეს. კავარმიის შტაბმა ღამით მოსკოვს აცნობა, საქართველოში აჯანყება იწყებაო. ღამით გაგრძელდა მასიური ჩხრეკა-დაპატიმრება.

 

25 მაისს დილით გამოვიდა კომუნისტური პარტიის სააგიტაციო განყოფილების მოწოდება რუსულ ენაზე, რომელშიც წითელარმიელებს, მუშებს და გლეხებს მოუწოდებდნენ „კონტრრევოლუციონურ“ გამოსვლებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

 

დილიდანვე გამოვიდა ბრძანება, რომ ის მუშები და მოსამსახურენი , რომელნიც განაგრძნობენ გაფიცვაში მონაწილეობის მიღებას, სასტიკად დაისჯებიან დახვრეტამდისო.

 

მიუხედავად ყოველგვარი მუქარისა და უსასტიკეს ზომებისა, ხალხის სულისკვეთება სრულიადაც არ შერყეულა. მრავალი მაღაზია დაბეჭდეს. მთელი დღე ქალაქში საალყო წესების მდგომარეობა იყო.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X