21:52 | 2021-03-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ანზორ ჩუბინიძე დადის კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება. ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ – ჩუბინიძის პირველი კომენტარი აუდიოჩანაწერზე

ანზორ ჩუბინიძე დადის კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება. ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ – ჩუბინიძის პირველი კომენტარი აუდიოჩანაწერზე

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და TV პირველის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი, ანზორ ჩუბინიძე პირველ კ0ომენტარს აკეთებს.

 

ფარული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2011 წელს მომხდარ ისტორიას იხსენებს
2021-03-07ფარული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2011 წელს მომხდარ ისტორიას იხსენებს

 

„ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო ამ დროისთვის საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ანზორ ჩუბინიძე დადის კარდაკარ და ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება. ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ და ქართულ საზოგადოებამ შეაფასოს თვითონ ეს ბრალდება, თუმცა ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის დისკრედიტაცია, გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის, რა თქმა უნდა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების”, – განაცხადა მან „იმედის“ ეთერში.

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X