17:40 | 2020-06-28 ავტორი: თამარ გონგაძე

„ანუშკი, ჩემო ბედნიერებავ, მინდა…” – რა უსურვა იუბილარ ანიტა რაჭველიშვილს ქმარმა

„ანუშკი, ჩემო ბედნიერებავ, მინდა…” – რა უსურვა იუბილარ ანიტა რაჭველიშვილს ქმარმა

მსოფლიოში ცნობილი მეცო-სოპრანო იუბილარია. ანიტა რაჭველიშვილს მეუღლემ, ოთო მაისურაძემ დაბადების დღე, სოციალურ ქსელში, შემდეგი სიტყვებით მიულოცა.

 

დღეს ჩემი დედოფლის დაბადების დღეა. ანუშკი, ჩემო ბედნიერებავ, ჯანმრთელი მინდა მიმყოფოს ღმერთმა შენი თავი მთელი ცხოვრება. დანარჩენს ჩვენ შევქმნით. მიყვარხარ თავზე მეტად" - წერს ოთო ფეისბუქზე”.

 

2020-06-26"ცოტა ძალა დავატანეთ" - 60 წლის ეკა მამალაძის პანდემიური კონცერტი

 

ანიტას მისმა მეგობარმა, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა ასე მიულოცა.

 

ნიკოლოზ რაჭველი: – ჩემს, როგორც ადამიანის უახლოეს და უძვირფასეს მეგობარს,
ჩემს, როგორც კომპოზიტორის ყველაზე მთავარ და შეუცვლელ შთაგონებას,
ჩემს, როგორც დირიჟორის მამოძრავებელ ძალას და ენერგიას,
ჩემს, როგორც პასპორტ დაკარგული მოგზაურის ერთადერთ დასაყრდენსა და იმედს,
ჩემს, როგორც კონცერტმაისტერის უსაზღვრო სიამოვნებისა და სიხარულის წყაროს,
ჩემს, როგორც არანჟირების ოსტატის ფანტაზიის და იდეების გენერატორს,
ჩემს, როგორც უთავბოლო და ზომაზე მეტად თვითკრიტიკულის დასაყრდენს ორგანიზებულობასა და განვითარებაში,
ჩემს, როგორც ადამიანთა გახარების მსურველის მაგალითს ქველმოქმედებასა და ჩუმი სიკეთის კეთებაში,
ჩემს, როგორც პატრიოტი ქართველის უდიდესი სიამაყის და სიხარულის მომნიჭებელს – დედამიწის უმთავრეს ხმას სიყვარულით და მოწიწებით ვულოცავ დაბადების დღეს!
სიკეთით და სიხარულით გაეტარებინოს დიდებულებით სავსე მუსიკისა და ცხოვრების საინტერესო და დღეგძელი გზა!!!

 

Nikoloz Rachveli-ს ფოტო.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X