21:44 | 2020-03-16 ავტორი: ლიზი მეტრეველი

ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო – ლელოს ინიციატივა

ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო – ლელოს ინიციატივა

პარტია „ლელო საქართველოსთვის” ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო შექმნას ითხოვს, სადაც ყველა პოლიტიკური პარტიის რესურსი გაერთიანდება და ქვეყანას კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქვეყანა მოემზადოს საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად – განაცხდეს პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე.

 

„საჭიროა კომპლექსური და სწრაფი ზომების მიღება კრიზისის სამართავად და დასაძლევად. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას შეიქმნას ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ყველა არსებული გამოცდილების, ენერგიის, იდეის, შეჯერებას და განხორციელებას. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქვეყანა მოემზადოს საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად. ინტერპარტიული ატიკრიზისული საბჭოს არსებობა ამ მოცემულობაში უზრუნველყოფს, ყველა პოლიტიკური ძალის კონსოლიდაციას, და კრიზისის ერთობლივად ეფექტიან და დემოკრატიულად გადალახვას. მთავარ ამოცანად მიგვაჩნია ინტერპარტიული საბჭოს მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა: მედიკოსების, პოლიციელების, მესაზღვრეების, ჟურნალისტების და ყველა იმ ადამიანის, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგას. უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია ემიგრანტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამშობლოში დაბრუნება. ამავე დროს საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თითოეული ჩვენგანის ვალია გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური განსხხვავებები გადავდგათ ნაბიჯები ერთობისკენ და გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან.” – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი განიკურნა.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X