22:12 | 2020-04-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ანტიკრიზისულ ფონდს შესაძლოა ფული თაღლითურად გამოსძალონ – როგორ გამოიყურება სქემა

ანტიკრიზისულ ფონდს შესაძლოა ფული თაღლითურად გამოსძალონ – როგორ გამოიყურება სქემა

სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ეთერში ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას დაასრულებდა, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა „ბიზნესის“ წამოწყება გადაწყვიტა.

 

„პრაიმტაიმი“ ამ პირის ვინაობას არ აკონკრეტებს, ვინაიდან ეს პერსონალური მონაცემების გამჟღავნებაში ჩაგვეთვლება.

 

ის 300 ლარის ოდენობით დახმარების მისაღებად დახურული ჯგუფის წევრებს ცრუ მოწმეობას სთხოვს – თითქოს მისი ახლობელი რომელიმე მათგანთან მუშაობდა, მაგალითად: სანტექნიკოსად.

 

 

„კეთილო ხალხო! ჩემი მეგობარი იყო უმუშევარი! სამწუხაროდ, მისთვის ეს 300 ლარიც მნიშვნელოვანი იქნება… ვინმე შეძლებთ მხარში ამოუდგეთ და უბრალოდ თქვათ, რომ სიტყვაზე თქვენთან მუშაობდა… ხელზე იღებდა ხელფასს, ვინმე იზამთ ამ სიკეთეს?“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

 

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ანაზღაურების გარეშე დარჩენილ თვითდასაქმებულებს მარტივი დასაბუთების შედეგად ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფო დახმარება.

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს - რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში
2020-04-24თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს - რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

ეს განცხადება ამ ადამიანისთვის ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა – როგორ იშოვოს ფული მარტივად თავისთვის, ან თუნდაც ახლობლისთვის.

 

სავარაუდოდ, მის მსგავსად არაერთი ადამიანი შეეცდება მსგავსი დახმარებებით ისარგებლოს, მიუხედავად იმისა, ეკუთვნის თუ არა.

 

დახმარების მიღების მსურველთა გადამოწმების რა მექანიზმი ექნება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თუ სოლიდარობის ფონდიდან თანხების გადინების შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ფაქტია, რომ არაკეთილსინდისიერი მოქალაქეების გამო, ეს საჭირო გახდება.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +