18:41 | 2020-06-09 ავტორი: თამარ გონგაძე

“ანგარიშზე თანხა აღარ მაქვს… შეშინებული ვარ” – ბერი ანდრიას ფონდი შველას ითხოვს

“ანგარიშზე თანხა აღარ მაქვს… შეშინებული ვარ” – ბერი ანდრიას ფონდი შველას ითხოვს

ბერი ანდრიას სახელობის ფონდი აგერ უკვე ათი წელია მზრუნველობს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს.

 

ეს მფარველობა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით (რეფერალური, საყოველთაო დაზღვევა) და შემოწირულობებით ხორციელდება. სიმსივნით დაავადებული ბავშვების მშობლები ფულს არაფერში იხდიან. კვება, წამლების და მკურნალობის ხარჯები, დასვენება, გართობა… ამას ფონდი ქველმოქმედი ადამიანების წყალობით აფინანსებს.

 

ფონდი რეგიონებიდან ჩამოსულ ბავშვებს მის მიერ დაქირავებულ სახლში აცხოვრებს. კომუნალურ გადასახადებს, იჯარასაც ფონდი იხდის. პლუს ამას, დაწყებული აქვს მშენებლობა, ბავშვებისთვის ფონდი აშენებს კეთილმოწობილ საცხოვრებელ სახლს…

 

ახლა ბერი ანდრიას ფონდს ძნელბედობის ხანა უდგას. აი, რას ვკითხულობთ ფონდის დამფუძნებლის, ბერი ანდრიას დედის, თინათინ ჩხვიმიანის “ფეისბუქზე”.

 

“შვილობილებისთვისაც ძნელბედობის ხანა დააყენა COVID-19ით გამოწვეულმა პანდემიამ… ჩვენ ხომ თქვენი შემოწირულობებით და ჩვენს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სახალისო, ხალხმრავალი ღონისძიებებით ვარსებობთ (რასაც პანდემიის გამო ვეღარ ვახერხებთ!) და ვეხმარებით სიცოცხლისათვის ბრძოლაში ავთვისებიანი, სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და მოზარდებს. ჩვენი რამოდენიმე მეგობარი კომპანია და ქველმოქმედი ადამიანი გვერდით დაგვიდგა, მაგრამ მათი თანადგომით, მხოლოდ იმ 14 შვილობილის გამოკვება შევძელით, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობდნენ კარანტინის დროს.
ამ საოცარ მეომრებს საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერა ჭირდება დღეს” – წერს დედა თინათინი.

 

დედა თინათინი პროდუქტების კომპანიებს და ფერმერებს პროდუქტებით დახმარებას თხოვს. მან ფერმერთა ასოციაციასაც კი მიმართა თხოვნით, რომ მათთან გაერთიანებულმა ფერმერებმა პროდუქტებით გაუწიონ დახმარება. ამით ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს ძალიან დაეხმარებიან.

 

„შეგრძნება მაქვს, ნიკოლოზი უსახსროდ დარჩა და ყველა თანხა ჩვენ ჩაგვირიცხა“ - დედა თინათინი
2020-03-17„შეგრძნება მაქვს, ნიკოლოზი უსახსროდ დარჩა და ყველა თანხა ჩვენ ჩაგვირიცხა“ - დედა თინათინი

 

თინათინ ჩხვიმიანი: – მადლობა ღმერთს, პანდემიას გადავურჩით, მაგრამ გამოგიტყდებით – შეშინებული ვარ. ფაქტობრივად ანგარიშზე თანხა აღარ მაქვს. ვხედავ, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ყველაფერი ერთად აღარ გამომივა.

 

ვთხოვე ფერმერთა ასოციაციას, უთხრან მათთან გაწვერიანებულ ფერმერებს და ვინც რასაც აწარმოებს, იქნებ იმით დაგვეხმარონ, ეს იქნება ვაშლი, კარტოფილი, კვერცხი, ქათამი, ხორცი თუ რძის პროდუქტები… თანხით დახმარება შეიძლება პრობლემატური იყოს, მაგრამ პროუქტებით დახმარება, ფერმერთათვის და კომპანიებისთვის, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას.

 

იმდენი ფერმა და კომპანიაა, თითოს წელიწადში ერთხელ მოუწევს ჩვენთვის პროდუქტის მოტანა, ეს მათთვის არაფერია და ჩვენ კი ძალიან დაგვეხმარებიან.

 

ფერმა რომ კლავს საქონელს, ერთი ბოჩოლა რომ ჩვენ მოგვიტანონ, გვეყოფა ორი თვე… მცირედი გაგვინაწილონ. მაგალითად, “ნიკორა” მუდმივად გვამარაგებს თავისი პროდუქტებით. ასე მუდმივად პროდუქტის სახით, სხვა არავინ მეხმარება.

 

პანდემიამდე სხვადასხვა ღონისძიებებს ვაკეთებდით, ვამზადებდით და ვყიდდით ჩვენს ნაშრომს. ანუ დახმარებების გარდა, ჩვენი შრომითაც ვირჩენდით თავს. კომპანიებს ვაჩვენებდით, რომ არა მხოლოდ შემოწირულობაზე ვართ, ჩვენ თვითონაც ვშრომობთ.

 

სიტყვა დამადებინა, რომ მის საფლავზე სიგიჟე არ ჩამედინა - როგორ უწოდეს 17 წლის ბერს ანდრია
2020-05-12სიტყვა დამადებინა, რომ მის საფლავზე სიგიჟე არ ჩამედინა - როგორ უწოდეს 17 წლის ბერს ანდრია

 

თუმცა დღევანდელი რეგულაციოების ფონზე ვეღარ ვახერხებთ ვერაფრის კეთებას. ამიტომ ვისთანაც ხელი მიმიწვდება და ვიცი, რომ ხელეწიფება დახმარება, ვთხოვ და ვწერ, რომ იქნებ გააქტიურდნენ და დაგვეხმარონ. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი დასახმარებლად ონკოპაციენტები და მოხუცები არიან.

 

მართლა შემეშინდა. ბევრი ითხოვს დახმარებას და უკვე მრცხვენია მეც ვითხოვო. იმის შესაძლებლობაც არ მაქვს, რომ ჩემი პოსტის რეკლამირებისთვის ფული გადავიხადო და ის ბევრმა ნახოს. ამისთვის ფულს ვერ ვხარჯავ.

 

ბავშვების საცხოვრებელ იმხელა შენობას ვასრულებ ლარ-ლარობით შეგროვილი თანხით, მიკვირს როგორ შევძელი. პლუს ვაჭმევ ბავშვებს, წამლებს ვყიდულობ, სამკურნალოდ დამყავს. ანგარიშებზე დასმული თანხა მიზანმიმართულად ხმარდება ბავშვებს და მათ მოთხოვნებს.

 

თვეში იმდენი კვლევა სჭირდებათ, რომ ლაბორატორიები რომ არ მეხმარებოდნენ და უფასოდ არ ვიღებდეთ ანალიზებს, ვერ გავწვდებოდით. ამ მხრივ დადი თანხა მეზოგება. ლაბორატორია “სითი ლავმა” დამიდო მემორანდუმი და ანალიზებს უფასოდ უკეთებენ ბავშვებს. დიდი მადლობა ამ ლაბორატორიას.

 

ათი წელია ფონდი არსებობს და ფონდის არც ერთ წევრს ხელფასის სახით არც ერთი ლარი არ ჰქონია.

 

თქვენი თანადგომა ჩემი შვილობილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ მიგვატოვოთ!

 

ფონდის მიმდინარე ანგარიშებია

 

GE73TB7171536080100002

 

GE38BG0000000855311400

 

GE88LB0115143636765001

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები