13:58 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

ანდრია გვიდიანი: საზოგადოებას და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის იმხელა მორალური დისონანსია, გამორიცხულია რომელიმე სცენარის მიხედვით, ამ დანაშაულებრივი ჯგუფის რეაბილიტაცია

ანდრია გვიდიანი: საზოგადოებას და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის იმხელა მორალური დისონანსია, გამორიცხულია რომელიმე სცენარის მიხედვით, ამ დანაშაულებრივი ჯგუფის რეაბილიტაცია

„მიუხედავად პოლიტიკური კონიუქტურისა, მიუხედავად მოქმედი ხელისუფლების მიმართ სიმპათია ანტიპათიისა, კარგად გახსოვდეთ, რომ პროცესების განვითარების არცერთ სცენარში არ წერია “ნაციონალური მოძრაობის” აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხი“,- ასე აფასებს ანდრია გვიდიანი მიმდინარე პროცესებს.

 

მისი განმარტებით, ქართულ საზოგადოებას და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის იმხელა მორალური და მენტალური დისონანსია, რომ ამ დანაშაულებრივი ჯგუფის რეაბილიტაცია გამორიცხულია.

 

ბიჭი ბათუმის ტრაგედიის გმირებიდან - რიგითი მოქალაქის საოცარი ამბავი
2021-10-15ბიჭი ბათუმის ტრაგედიის გმირებიდან - რიგითი მოქალაქის საოცარი ამბავი

 

„მიშას ჩამოსვლის შემდეგ თავი წამოყვეს ნაფტალინში გადანახულმა ყოფილმა და ახლად გამოჩეკილმა მოქმედმა ნაცებმა. სიმართლე რომ ვთქვა, რისი იმედი აქვთ ვერ ვხვდები, მაგრამ რაღაცნაირად კი იბრიქებიან.

 

მიუხედავად პოლიტიკური კონიუქტურისა, მიუხედავად მოქმედი ხელისუფლების მიმართ სიმპათია ანტიპათიისა, კარგად გახსოვდეთ, რომ პროცესების განვითარების არცერთ სცენარში არ წერია “ნაციონალური მოძრაობის” აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხი.

 

ქართულ ოცნებას შეიძლება შეცდომები აქვს, შეიძლება ბევრი განაწყენებული ადამიანია ოცნების მიმართ, შეიძლება ბევრი იმედგაცრუებულიც არის. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას შესაძლოა გული მოუთბეს სადისტების, მანიაკების და კრიმინალების მიმართ.

 

ერთ ფაქტზე უნდა შევთანხმდეთ – ქართულ საზოგადოებას და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის იმხელა მორალური და მენტალური დისონანსია, გამორიცხულია რომელიმე სცენარის მიხედვით, ამ დანაშაულებრივი ჯგუფის რეაბილიტაცია.

 

P.S. – თავისუფლება მიშას კი არა, ისე არ ქნათ ჯერჯერობით დამკვირვებლის პოზიციაში მყოფმა დანარჩენმა საქართველომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება ამ ხროვის და კონკრეტულად მიშა სააკაშვილის მიმართ“,- წერს ანდრია გვიდიანი facebook – ზე.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარების მიერ წერილი გამოქვეყნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი.

 

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მას არ ექნება საშუალება, წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე,” – ნათქვამია წერილში.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X