fbpx
14:10 | 2020-05-22 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ანდერძი კახა კალაძეს! – რა თხოვა მერს სიკვდილის წინ კაცმა, რომელიც მარტო მას ენდობოდა

ანდერძი კახა კალაძეს! – რა თხოვა მერს სიკვდილის წინ კაცმა, რომელიც მარტო მას ენდობოდა

ქართული პანტომიმის თეატრს 13 მაისს 55 წელი შეუსრულდა. პანდემიის გამო, დასმა იუბილე ონლაინ-სპექტაკლით აღნიშნა.

 

თეატრის პრობლემები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, 2009 წელს, თეატრის შენობა უკანონოდ გაასხვისეს და მსახიობებს სხვადასხვა თეატრის სცენაზე თამაშის სანაცვლოდ თანხის გადახდა უწევთ.

 

პანტომიმის თეატრი და სკოლა 1975 წელს  უფროსმა  ამირან შალიკაშვილმა დააარსა. შალიკაშვილის პანტომიმის სკოლამ არაერთი მსახიობი გაზარდა, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმატებით მუშაობენ,

 

ასევე, ამირან შალიკაშვილის მიერ, დადგმული ეტიუდებით იხსნება მსოფლიოს გასართობი და სპორტული ღონისძიებები.

 

კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დასახელდა
2020-05-17კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დასახელდა

 

უფროსი შალიკაშვილი 2018 წელს გარდაიცვალა და თეატრის პრობლემა მოუგვარებელი დარჩა.

 

სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში პოზიტიური ამბავი გაავრცელა უმცროსმა ამირან შალიკაშვილმა. მისი თქმით, თეატრს მალე ახალი შენობა ექნება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

 

„პრაიმტაიმი“ უმცროს ამირან შალიკაშვილს დაუკავშირდა.

 

 

– ამირან, წლებია პანტომიმის თეატრს საკუთარი შენობა აღარ აქვს, თავდაპირველად გვიამბეთ, როდის და რატომ დარჩა დასი ღია ცის ქვეშ?

 

– პანტომიმის თეატრი რუსთაველის 37-ში 90-იან წლებში დაბინავდა. ამაში თანხაც იყო გადახდილი და კანონიერად მოხდა,

 

დასის აქ განთავსება, თუმცა 2009 წელს კაზარიანცის სახლი და ჩვენი თეატრიც უკანონოდ გასხვისდა 1 ლარად.

 

თეატრს არაფერი არ მისცეს, მხოლოდ მიწის ნაკვეთი გადმოგვეცა, სადაც მშენებლობა არ შეიძლებოდა.

 

გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის ხელით მოკლეს თეატრის ისტორია, არქივიდან გააქრეს საბუთები,

 

გაყიდეს თეატრის შენობა და ამაზე ნერვიულობას გადაყვა მამაჩემიც.

 

საოცარი ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მთელი მსოფლიოდან ბარათებს უგზავნიდა
2020-05-21საოცარი ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მთელი მსოფლიოდან ბარათებს უგზავნიდა

 

– ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ მალე თეატრს ახალი შენობა ექნება…

 

– ამდენი წლის შემდეგ მოხდა ეს სასიხარულო ფაქტი და ეს კახა კალაძის დამსახურებაა.

 

ლისის ტერიტორიაზე გადმოგვცეს 3000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც თეატრს ავაშენებთ.

 

მამაჩემმა სიკვდილამდე მითხრა, მხოლოდ კახა კალაძის იმედი მაქვსო. მეუბნებოდა, მე ჟიული შარტავა დამიდგა გვერდით და შენ კახა კალაძე დაგიდგებაო. არ შემცდარა, ასეც მოხდა.

 

როდესაც მამა დაიღუპა, საბუთებში ვიპოვე ანდერძი, რომელიც კახა კალაძეს ეკუთვნოდა.

 

ის სთხოვდა ქალაქის მერს, გადაერჩინა ჩვენი თეატრი, რათა ქართული უნიკალური განძი არ დაკარგულიყო.

 

კახა კალაძემ იცის ეს რა დონის ხელოვნებაა, აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება.

 

კოტე მარჯანიშვილის დის - დედა თამარის ტრაგიკული ისტორია - „რიტუალის შესრულებისას თავზე თეთრი მტრედი დაჰფარფატებდა“
2020-05-18კოტე მარჯანიშვილის დის - დედა თამარის ტრაგიკული ისტორია - „რიტუალის შესრულებისას თავზე თეთრი მტრედი დაჰფარფატებდა“

 

– აშენებაშიც ის გეხმარებათ?

 

– მასაც აქვს საკუთარი ხედვები, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ ინვესტორთან, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

 

აქ დიდ თანხებზეა საუბარი, პირველ რიგში გვინდა ხარისხიანი თეატრი ავაშენოთ და ფოთის თეატრივით არ დაზიანდეს ერთ წელიწადში.

 

ვაპირებთ უცხოეთიდანაც მოვიწვიოთ არქიტექტორები.

 

აქ მხოლოდ თეატრი არ იქნება, ჩვენ პანტომიმის საერთაშორისო დონის სკოლა გვაქვს. სახელმწიფო უნივერსიტეტში პანტომიმის ფაკულტეტი მხოლოდ საქართველოს აქვს.

 

2015 წელს ჩვენ საერთაშორისო ცენტრის ლიცენზია მოვიპოვეთ, რომელიც მარსელ მარსოს ორგანიზაციამ გასცა, 55-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, საქართველოს ჰქონდეს პანტომიმის და პლასტიკის საერთაშორისო სკოლა.

 

მაყურებელს გავაცნობთ ამირან შალიკაშვილის ხელწერას და ამავე დროს თანამედროვე სპექტაკლებსაც დავდგამთ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X