18:12 | 2020-04-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ანას ბაღს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – კახა კალაძე

„ანას ბაღს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – კახა კალაძე

ის მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს, „ანას ბაღთან“ შეხება არ აქვს, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რეკრეაციულ სივრცეებს ყოველთვის დაიცავს.

 

„ანას ბაღს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც რეკრიაციულ სივრცეებს ყოველთვის დავიცავთ. სანამ მე ქალაქის ხელმძღვანელი მქვია და სანამ ჩვენ დედაქალაქის მთავრობაში ვართ – სკვერებში, პარკებში ვერანაირი მშენებლობა ვერ მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ცნობისთვის: ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, საპროტესტო აქცია მიმდინარე წლის 10 იანვრიდან იმართება.

 

ამ მიზნით ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის მიმდებარედ ე.წ. საგუშაგო მოაწყო, სადაც 24-საათიან რეჟიმში მორიგეობდნენ.

 

მოსახლეობა „ანას ბაღის” გადასარჩენად 2016 წლიდან იბრძვის და ბაღის შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას უპირისპირდება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები