15:19 | 2020-04-14 ავტორი: თამარ გონგაძე

ანაფორის ზემოდან ხალათს იცვამს და ოპერაციებს აკეთებს – რას ამბობს მამა ლუკაზე მისი ქალიშვილი

ანაფორის ზემოდან ხალათს იცვამს და ოპერაციებს აკეთებს – რას ამბობს მამა ლუკაზე მისი ქალიშვილი

პაატა ბურჭულაძის დის შვილიშვილს, ანუკა ფალავანდიშვილს საზოგადოების გარკვეული ნაწილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო-ნამღერით უკვე იცნობს. ის მომავალი ოპერის მომღერალია და მას პედაგოგიურ მეურვეობას ბაბუა – მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე უწევს.

 

ანუკა ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. როგორც ის “ფეისბუქზე” წერს, ამ მდგომარეობაში ყოფნა ოთხი კვირა მოუხდა.

 

“გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ, გართულებების გამო, ორი კვირის სანაცვლოდ ოთხი კვირა მომიწია თვით იზოლაციაში ყოფნა. რა თქმა უნდა, ამას ძალიან გაგებით მოვეკიდე, ვინაიდან არ მინდოდა ვყოფილიყავი საფრთხე ჩემი ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის.

 

დღევანდელმა ამბავმა მამაოს დაინფიცირების შესახებ საკმაოდ ამაღელვა. უმეტესობამ იცით, რომ მამა მღვდელი მყავს. ბევრი მეკითხება, თუ რას ფიქრობს მამაჩემი ამ ვითარებაზე, თუ როგორ იქცევა, რა ზომებს იღებს.

 

მამა ლუკა ამ სიტუაციაში მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას ის წესები, რასაც პროფესიონა,კოჯჰნლები გვირჩევენ (თვითონაც ექიმია და ეს მას ძალიან კარგად ესმის), მაგრამ ყველამ ვიცით და ნათელია, რომ მაინც ძალიან საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, რასაც ძალიან განვიცდი, ვინაიდან არ მინდა მამაჩემი თავისი რწმენისა და მისი ეკლესიისადმი მორჩილების გამო ვერ ასრულებდეს მაღალ მოქალაქეობრივ ვალდებულებას.

 

მისი ამ შეზღუდვების გამო მოგიწოდებთ თქვენ თხოვნით, რომ ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ თავს, თქვენს ოჯახის წევრებს, მამაოს და ნურც ნურავის და გთხოვთ, დარჩეთ სახლში” – წერს ანუკა “ფეისბუზქე”.

 

როგორც ანუკა “პრაიმტაიმს” უყვება, სიცხეები ჰქონდა, ინფექციურ კლინიკაში იწვა, ტესტი გაუკეთდა, თუმცა კორონავირუსი არ დაუდგინდა.

 

ანუკას მამა, მამა ლუკა ფალავანდიშვილი ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვარია. 2008 წელს ბერად აღიკვეცა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ თავისი პროფესიით ისევ ემუშავა. მამა ლუკა ისევ აგრძელებს ტრავმატოლოგად მუშაობას. ალბათ, ბევრ სასულიერო პირს არ იცნობთ, ვინც ანაფორის ზემოდან ექიმის ხალათს იცვამს და ოპერაციებს აკეთებს.

 

ანუკა “პრაიმტაიმს” მამაზე უყვება.

 

ანუკა ფალავანდიშვილი: – მამამ ვირუსის გავრცელებისთანავე დაიწყო ზომების მიღება, თავის დაცვა. მიაჩნია, რომ ამ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია ყველასთვის. მე ძალიან ვნერვიულობ მამაზე, საერთოდ არ მინდა, რომ დაინფიცირდეს, არ მინდა თავი საფრთხეში ჩაიგდოს.

 

მე ჩემი პოსტით ხალხს მოვუწოდე, რომ როცა სასულიერო პირები თვითონვე ფრთხილობენ, იცავენ რეკომენდაციებს და უარს ვერ ამბობენ ღვთისმსახურებაზე, იქნებ მრევლმა თვითონ შეიკავოს თავი ცოტა ხნით ტაძარში სიარულისგან.

 

ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა და მამა აბსოლუტურად ჯანსაღად იაზრებს ამ საფრთხეს. თვითონ ექიმია და ბუნებრივია, კარგად ესმის ვითარების სიმძიმე.

 

დადის ხელთათმანით, პირბადით… მამა დღესაც კლინიკაში მუშაობს. ანაფორის ზემოდან იცვამს ექიმის ხალათს და ოპერაციებს ატარებს. მონასტერში ცხოვრობს, იქ მამათა საძმოა. ასე რომ პაციენტების, მრევლის და საძმოს გამო ის თავს ვალდებულად მიიჩნევს ყველა რეკომენდაცია დაიცვას.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები