11:37 | 2020-07-05 ავტორი: Prime Time

ანა დოლიძე: რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში, გაუგებარია

ანა დოლიძე: რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში, გაუგებარია

„დედაჩემის ბინა გაქურდეს გუშინ ღამე. ზუსტად რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში გაუგებარია“ – ასეთი შინაარსის პოსტი დაწერა დღეს პოლიტიკური მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დილიძემ.

 

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია ქურდებმა დოლიძის დედის ერთოთახიან ბინაში მაშინ შეაღწიეს, როცა პენსიონერი ქალბატონი სახლში არ იმყოფებოდა.

 

„ამ ეტაპზე სპეკულაციები რომ არ მოყვეს ამ თემას, ჩემი ვერსიებისგან თავს შევიკავებ. დაველოდები გამოძიებას, თუმცა ერთს დავძენ, ეჭვს აჩენს, რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთთახიან ბინაში? რამე ფეშენებელური ვილა რომ ყოფილიყო კიდევ გასაგებია?“ – ამბობს დოლიძე.

 

როგორც ანა დოლიძე ამბობს, პოლიციელებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. სახლიდან რამდენიმე ოქროს სამკაულია წაღებული.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X