22:44 | 2020-04-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ან მე ვერ ვხვდები ვერაფერს ან ესენი ყველანი ავად არიან Covid 19-ით“ – კოტე მათითაშვილი ექიმების საერთო ფოტომ აღაშფოთა

„ან მე ვერ ვხვდები ვერაფერს ან ესენი ყველანი ავად არიან Covid 19-ით“ – კოტე მათითაშვილი ექიმების საერთო ფოტომ აღაშფოთა

ექიმი კოტე მათითაშვილი ქართველი მედიკოსების ჯგუფურ ფოტოს ეხმაურება, რომელიც დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან გადაიღეს.

 

„ან მე ვერ ვხვდები ვერაფერს ან ესენი ყველანი ავად არიან Covid -19 ით, ან სხვა უკურნებელი სენით და ჯგუფურ-კლასტერულ სურათს იღებენ … დისტანციის და დაცვის საშუალებების დედაც … ნიღბები ჯიბეში, ყბაზე, ფარები ხელში … სხვა დეტალებზე აღარ ვსაუბრობ … სრულიად წარმოუდგენელი სცენა … დღეს … გაგანია „კარანტინია“ ქვეყანაში ! ისტორიული ფოტოა ეს !!! ყველანი გატესტილ-ნეგატიურები თუ არიან შესანიშნავია – მიუხედავად ამისა ქცევა და ნორმები …”- წერს კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მოგვიანებით, მან ეს პოსტი აიღო და მის Facebook-გვერდზე სტატუსი აღარ იძებნება.

 

შეგახსენებთ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინიციატივით მედიკოსები შეიკრიბნენ და მკურნალობის საერთო სქემაზე იმსჯელეს.

 

შეხვედრაზე იყო ყველა ის ექიმი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა. შეხვედრის დროს განიხილეს წინასწარი შედეგები და გაიმართა დისკუსია ვირუსთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ექიმების საერთო ფოტო მედიით გავრცელდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები