11:24 | 2020-03-31 ავტორი: თამთა თორდია

ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში დღეს 180 მოქალაქე ჩამოვა

თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით დილის 9 საათზე „ჯორჯიან ეარვეისის“ კუთვნილი თვითმფრინავი აფრინდა. სპეცრეისით ქვეყანაში 180 ადამიანს ჩამოიყვანენ.

 

„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტის ეკიპაჟის წევრები სპეციალური ეკიპირებით არიან აღჭურვილნი. ამსტერდამიდან რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:30 საათზე დაეშვება.

 

ყველა მგზავრმა უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის იდეალური ურთიერთობა ჩვენსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის,“ – აცხადებს „საქართველოს ავიახაზების“ დირექტორი რომან ბოკერია.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X