fbpx
14:09 | 2020-05-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

ამის შემდეგ ლოგიკური იქნება სანქციებზე საუბარი – გოცირიძე ამერიკელი სენატორის განცხადებაზე

ამის შემდეგ ლოგიკური იქნება სანქციებზე საუბარი – გოცირიძე ამერიკელი სენატორის განცხადებაზე

„ამერიკელი სენატორის განცხადება იმის ნიშანია, რომ შესაძლოა ქვეყანას ის ფინანასური და სასურსათო დახმარებები შეუჩერდეს, რაც პარტნიორი ქვეყნების მიერ იქნა გამოყოფილი და რის ასახვასაც მთავრობა ახლა ბიუჯეტში აპირებს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძროაბის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ასეთი განცხადებების შემდეგ, ლოგიკური ნაბიჯი იქნება სანქციებზე საუბარი.

 

„ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულოს და ეკონომიკური კრიზისი გააღრმავოს.

 

როდესაც სენატი აღიარებს, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, ეს უკვე სულ სხვა მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ხელისუფლებას და მისადმი დამოკიდებულება არ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

 

მილიარდები გინდოდეს დასავლეთისაგან და არ სცემდე პატივს დასავლურ დემოკრატიას, თამაშის პატიოსან წესებს, გამუდმებით ატყუებდე პარტნიორებს – ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდებოდა, ნათელი იყო. ხოდა დაუდგა ივანიშვილს განკითხვის ჟამი. მოვა დრო, მის მიმართ პერსონალური სანქციების მომსწრენიც გავხდებით.

 

პოლიტპატიმრების ყოლის დადასტურება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნატოსა და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხს. საკუთარი ძაკაუფლების მანიაკალური შენარჩუნების სურვილით, ივანიშვილი აზაინებს ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებსაც,“ – განაცხადა გოცირიძემ.

 

ამერიკელი სენატორის განცხადება ↓↓↓ 

 

ველოდები, რომ პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას - ამერიკელი სენატორი
2020-05-12ველოდები, რომ პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას - ამერიკელი სენატორი

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.

 

ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.

 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა:

 

პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია – არჩილ თალაკვაძე

 

დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები! – თალაკვაძე ფასილიტატორ ელჩებს თხოვნით მიმართავს

 

ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება – თალაკვაძე

 

თალაკვაძის განცხადება იყოს სიცრუე! – ოპოზიცია „ოცნებას“ პასუხობს

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X