fbpx
20:54 | 2020-04-16 ავტორი: თამთა თორდია

„…ამის იქით რჩება რომ ეკლესია დავკეტოთ“ – მამა ანდრია ჯაღმაიძე 

„…ამის იქით რჩება რომ ეკლესია დავკეტოთ“ – მამა ანდრია ჯაღმაიძე 

ჩვენ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ 10 დღეში ეს ვირუსი გაქრება,- ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, უნდათ რომ ეკლესიები დაიკეტოს და სწორედ ამან გამოიწვია საპირისპირო რეაქციები.

 

განცხადებებმა, რომ ეკლესია უნდა დაიხუროს, შტურმი ეკლესიაზე, ზიარება ერთჯერადი კოვზებით, ამან საპირისპირო რეაქციები გამოიწვია.

 

„მრევლიდან აღდგომის ღამეს ვინც მოვა, 8 საათზე უნდა მოვიდნენ ტაძარში და დილის 7-მდე დარჩეს. 11 საათი უნდა გაჩერდნენ ეს ადამიანები აქ.

 

აქ ვერ მოიყვანენ ბავშვებს, უმრავლესობა გარეთ უნდა იდგეს. ძალიან ბევრი რამ არის. შეიძლება ამინდიც ცუდი იყოს და უმეტესობას გარეთ მოუწევს ყოფნა.

ჩვენ მოვუწოდებთ, რომ დაიცვან დისტანციები მაქსიმალურად. ამ ყველაფერთან ერთად ვფიქრობ, რომ ეკლესია მაქსიმუმს აკეთებს. ამის იქით რჩება, რომ ეკლესია დავკეტოთ“,- აცხადებს მამა ანდრია ჯაღმაძე.

 

მისი თქმით, ექიმის რჩევები უნდა გაითვალისწინონ, თუმცა ეკლესიის კარები ღიაა და არ დაიხურება.

 

შეგახსენებთ, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!

 

ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი

 

ამის შემდეგ, პაატა იმნაძემ მოქალაქეები გააფრთხილა: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ვეღარ დავითვლით კუბოებს!

 

ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მოუწოდებს დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

ავტორი: თამთა თორდია
X