18:10 | 2020-06-11 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ამის გამო, 20 მილიონი გოგო არ დაიბადა” – რა იწვევს ვაჟთა სიკვდილიანობას და რატომ ცოცხლობენ ქალები უფრო დიდხანს

“ამის გამო, 20 მილიონი გოგო არ დაიბადა” – რა იწვევს ვაჟთა სიკვდილიანობას და რატომ ცოცხლობენ ქალები უფრო დიდხანს

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში აქტუალური გახდა საქსტატის მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოში იბადება უფრო მეტი ბიჭი, მაგრამ საერთო ჯამში ქალები უფრო მეტნი არიან ვიდრე მამაკაცები.

 

სტატისტიკა ასევე ამბობს, რომ 30 წლამდე პოპულაციაში ჯერ კიდევ ჭარბობს ბიჭების რაოდენობა გოგოებს.

 

„პრაიმტაიმი“ დემოგრაფს ანზორ თოდაძეს ესაუბრა. მისი თქმით, მეოცე საუკუნის შემდეგ, ყველა ქვეყანაში, ქალების რიცხვი სჭარბობს მამაკაცების რიცხვს.

 

– ყველა ქვეყანაში იბადება უფრო მეტი ვაჟი, ვიდრე გოგონა. ეს პირველად ფლორენციელმა მღვდელმა ჯოვანომ შეარჩია. როდესაც ის ნათლავდა ბავშვებს, თუ ბიჭს მონათლავდა შავი მუხუდოს მარცვალს აგდებდა თასში, გოგონას მონათვლისას თეთრ მარცვალს.

 

შემდეგ აღმოჩნდა, რომ 100 გოგონაზე, 103/105 ვაჟი იბადებოდა, ეს ასე არის მთელ მსოფლიოში.

 

წინა საუკუნეებში, თანაბარი იყო ქალთა და ვაჟთა რაოდენობა, მაგრამ მეოცე საუკუნიდან, როცა ეკონომიკა და ცხოვრება განვითარდა, მონაცემები შეიცვალა. უფრო მეტი ვაჟი იღუპება, ვიდრე გოგონა.

 

– თუ იბადება უფრო მეტი ვაჟი, რატომ ირღვევა თანასწორობა?

– ამის ოფიციალური მიზეზი დადასტურბული არ არის. იბადება უფრო მეტი ვაჟი, მაგრამ 6 წლამდე ასაკამდე ბუჭები უფრო მეტი კვდება, ვიდრე გოგონები. მკვდრადშობილი ბავშვების შემთხვევაშიც ასე ხდება.

 

როცა უკვე შეიქმნებიან 20-25 წლისა, მყარდება წონასწორობა, თითქოს ბუნება ამყარეს ამას. ნაყოფის მომცემ ასაკში თანაბარი რაოდენობის არიან, შემდეგ, ვაჟი უფრო მეტი იღუპება, ვიდრე ქალები, მაგრამ რატომ ხდება ეს გარკვეული არ არის.

 

2000-იანი წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ქალები მამაკაცებთან შედარებით 7-9 წლით მეტს ცოცხლობენ.

 

ვაჟთა სიკვდილიანობის გამომწვევი, მოწიფულ ასაკში შესაძლოა იყოს მათი ცხოვრების წესი – ავტოკატასტროფები, სარისკო სამუშაოები, დაპირისპირებები.

 

– უფრო დიდი რაოდენობით ბიჭების დაბადება, შესაძლოა თუ არა გამოწვეული იყოს, ე.წ. სელექციური აბორტების შედეგად?

 

– ისევე, როგორც საქართველოში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ჩინეთში და კორეაში, არის ბიჭის კულტი. როდესაც შესაძლებელი გახდა, მუცლადმყოფი ბავშვის სქესის გაგება,

 

ადამიანებმა დაიწყეს სელექციური აბორტების გაკეთება, მაგრამ ახლა ეს აკრძალულია საქართველოში. თუმცა ჩუმად მაინც აკეთებენ აბორტებს.

 

საინტერესო ამბავს გეტყვით, ამერიკაში ბოლოს ჩაატარეს ასეთი გამოკითხვა, პირველი შვილი გოგონა გინდათ თუ ბიჭი? რაზეც გამოკითხულთა 39 პროცენტმა უპასუხა, რომ მას სურს პირველად ვაჟი ჰყავდეს. დანარჩენებმა კი უთხრეს, სულერთია, ან გოგონა.

 

ჩინეთში დიდი ხნის მანძილზე აკრძალული იყო ერთ შვილზე მეტი, მაგრამ ბოლო წლებში ორი გახდა დასაშვები. რატომ შეიცვალა კანონი იცით?

 

თუ გოგონა ჰყავდათ მშობლებს, გათხოვების შემდეგ, ის ქმართან მიდიოდა და მშობლები შვილის გარეშე რჩებოდნენ. სიბერეში წყლის მიმწოდებელიც არ რჩებოდათ.

 

20 მილიონი გოგონა არ დაიბადა ამის გამო, ბოლო წლებში ჩინეთში.

 

როცა სქესთა თანაფარდობა ირღვევა, ეს დიდ გავლენას ახდენს გარემოზე, აგრესიული ხდება. დგება საპატარძლოების ნაკლებობა და ეს სხვა თავსატეხია.

 

2008-09 წლებში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაბერა შობადობის რაოდენობა. მაშინ გიორგი ვაშაძე იყო, რეესტრის თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შობადობა იზრდება, ნიშნავს, რომ ეკონომიკურად ძლიერია ქვეყანა.

 

გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობის დროს, ხელოვნურად გაზარდეს შობადობის მაჩვენებელი, თითქოს ერთ წელიწადში 7000 ბავშვით გაიზარდა რიცხვი.

 

ოფიციალური მონაცემები არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც შობადობის აღრიცხვა ტარდება, 1000 ბავშვზე მეტით, არ გაზრდილა ეს მონაცემები ყოველწლიურად.

 

უთავბოლო ჰქონდათ თანაფარდობაც, თითქოს 100 გოგონაზე, 145 ბიჭი იბადებოდა. ვაჟების ასეთი თანაფარდობით მსოფლიო დაიღუპება.

 

მივმართეთ დემოგრაფებმა მაშინდელ საჯარო რეესტრს და უარესი გააკეთეს, თითქოს 100 გოგონაზე, 103/104 ბიჭი იბადებოდა.

 

– ახლა როგორი თანაფარდობით იბადებიან ბიჭები და გოგოები?

 

– 100 გოგონა და 104/105 ბიჭი. ათი წლის წინ, 100 გოგონა და 112 ბიჭი იბადებოდა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X